საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, 2021 წელს „სოფლის განვითარების სააგენტოს“ მიერ განხორციელებული აქტივობები 2020 წელს დაწყებული პროგრამის ნაწილი იყო.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით 2021 წელს 27 911-მა ბენეფიციარმა ისარგებლა, 2020-2021 წლებში - 243 674-მა, 2022 წელს (7 ოქტომბრის მონაცემებით) - 281 845-მა.
აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საქართველოს პარლამენტის წევრ ხათუნა სამნიძეს, მისივე წერილობით თხოვნის შემდეგ, მისწერა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წერილში ნათქვამია, რომ პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, „სოფლის განვითარების სააგენტოს“ რეგიონების მიხედვით ბენეფიციარების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.