სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე მართვის უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს აქვს

სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე მართვის უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს აქვს

access_time2022-10-28 12:00:46

რადიო „კომერსატის“ ეთერში გადაცემაში „აგროსექტორი“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პირდაპირი მიყიდვისა და სასოფლო-სამეურნეო მიწის განკარგვის სამსახურის უფროსმა ლაშა დვალიშვილმა სასოფლო-სამეურნეო და სათიბ-საძოვარი მიწის ნაკვეთების პრივატიზაციის საკითხებზე ისაუბრა.

 

 

მისი თქმით, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე მართვის უფლება უნდა გააჩნდეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს.

 

 

„სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას პირი, რომელსაც 3 ჰექტარს ზევით მიწის ნაკვეთი გადაეცემა, ვალდებულია 1 ჰა ფართობზე არანაკლებ 3000 ლარის ინვესტიცია განახორციელოს და ამ მიწის ნაკვეთის არანაკლებ 60%-ზე ერთწლიანი ან მრავალწლიანი ნარგავები გააშენოს; იჯარის შემთხვევაში აუცილებელია, საიჯარო ქირის გადახდა და ნიადაგის ანალიზის კვლევა, ჯერ ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში, შემდეგი 5 წლის მანძილზე - წელიწადში ერთხელ. მან ასევე ყოველწლიური ანგარიში უნდა წარადგინოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში“, განაცხადა ლაშა დვალიშვილმა.

 

 

ამას გარდა, ხორციელება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის პროგრამას, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ საძოვართან უშუალოდ ფერმერს ჰქონდეს ხელმისაწვდომობა და მას იმ პირისგან არ დასჭირდეს მიწის იჯარით აღება, ვინც აუქციონში გაიმარჯვა და ამ მიწის ნაკვეთზე იჯარის უფლება მოიპოვა.

 


 

ლაშა დვალიშვილის თქმით, ამ პროგრამაში მონაწილეობა მხოლოდ იმ ფერმერებს შეუძლიათ, ვისაც პირუტყვი ჰყავთ და საძოვარი, მიწის ნაკვეთი სჭირდებათ. მათ ამის დამადასტურებელი ცნობა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ მიწის მდგრადი მართვისა და მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოში უნდა წარადგინონ. თუ კონკრეტულ საძოვარ მიწის ნაკვეთზე მხოლოდ ერთი პრეტენდენტია, მაშინ აუქციონი, რა თქმა უნდა, საჭირო აღარ იქნება და მიწის გადაცემა პირდაპირი გზით მოხდება.

 

 

როგორც ლაშა დვალიშვილმა განაცხადა, ამ ეტაპზე 7600 ჰა სასოფლო-სამეურნეო საძოვარი დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 45 აუქციონია გამოცხადებული და მომართვიანობა საკმაოდ მაღალია.

 

 

„კომერსანტის“ ეთერში ლაშა დვალიშვილმა მაღალმთიან რეგიონებში სათიბ-საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამაზეც ისაუბრა, რომლებიც მაღალმთიან რეგიონებში რეგისტრირებული კოოპერატივებისთვისაა განკუთვნილია.


„პროგრამის ფარგლებში მაღალმთიან რეგიონებში რეგისტრირებულ კოოპერატივებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ ტენდერებში. მათ უნდა წარმოადგინონ დოკუმენტაცია რა რაოდენობის პირუტყვი ჰყავთ და ამ ინფორმაციის საფუძველზე დადგინდება, იჯარის უფლებით, რამდენი წლით, რა ფართობის მიწის ნაკვეთი გადაეცემათ. ამ პროგრამის ფარგებში უკვე 25 კოოპერატივს შესაბამისი სათიბი და საძოვარი მიწის ნაკვეთი გადაეცა, რომლის ჯამური ფართობი 12 871 ჰექტარია“, განაცხადა ლაშა დვალიშვილმა.

 

 

„კომერსანტის“ ეთერში ლაშა დვალიშვილმა სასოფლო-სამეურნეო მიწის პრივატიზებასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ სახელმწიფო პროგრამაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც მოიჯარეებს, რომელთაც 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით სახნავ-სათესი კატეგორიის მიწის ნაკვეთები იჯარით აქვთ აღებული და განხორციელებული აქვთ აგრარული სამუშაოები, შესაძლებლობა აქვთ მიმართონ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და ამ მიწის ნაკვეთის პრივატიზება მოითხოვონ. მოიჯარეებს შესაძლებლობა აქვთ მიწის ნაკვეთი გამოისყიდონ საბაზრო ღირებულების 75%-ის საპრივატიზებო თანხის გადახდის სანაცვლოდ, რომლის გადახდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის ვადაში შეუძლიათ.

 

 

მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up