ხვალ, 24 ნოემბერს სასტუმრო "გრანდ მეტეხი პალასში" საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს მრჩეველთა კომიტეტის რიგით 57-ე სხდომა გაიმართება. შეხვედრას, რომელიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და საქართველოს ზეთისხილის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით იმართება, 18 წევრი ქვეყნის 200-მდე წარმომადგენელი ესწრება.
შეხვედრა სასტუმრო გრანდ მეტეხი პალასში 11:20 საათზე დაიწყება.