სასტუმრო „ლონდონი“, რომელსაც ნობელიანტი მწერალი და ცნობილი კომპოზიტორი სტუმრობდნენ

სასტუმრო „ლონდონი“, რომელსაც ნობელიანტი მწერალი და ცნობილი კომპოზიტორი სტუმრობდნენ

access_time2023-01-22 18:00:23

თბილისში, ათონელის 31 ნომერში მდებარე საცხოვრებელი სახლის ისტორია საუკუნე - ნახევრის წინ იწყება, ეს ყოფილი სასტუმრო „ლონდონია“  HOTEL DE LONDRES, რომელიც 1875 წელს თბილისელი არქიტექტორის, ოტო სიმენსენის პროექტით არის აშენებული, სასტუმროს მშენებლობა კი ძმებმა ზუბალაშვილებმა დააფინანსეს.



ზუბალაშვილებმა სასტუმრო სამართავად ჰანს და კატერინა რიხტერებს გადასცეს, კატერინა რიხტერმა დაწესებულებაში მაღალი ევროპული სტანდარტი დაამკვიდრა და როგორც  ცნობილია  სასტუმროს თავისუფალი ნომრები არასდროს ჰქონდა და იმ პერიოდში ჩამოსული მოგზაურების დიდი ნაწილი, სწორედ აქ ჩერდებოდა, ერთ-ერთი მათგანი ნორვეგიელი მწერალი კნუტ ჰამსუნი იყო, რომელიც თბილისურ „ლონდონში“ მეუღლესთან ერთად 1899 წელს ცხოვრობდა. ნობელიანტი ავტორი წერდა: ,,ვესტიბიულში შვეიცარმა საუბარი გამიბა. მისგან თავი, რომ მეხსნა, რომელიღაც კარს ხელი ვკარი, სამკითხველოში აღმოვჩნდი. მაგიდაზე ბედეკერის ცნობარი იდო – ,,რუსეთი და კავკასია”, ვიპოვე ,,ტიფლისი” და კითხვას შევუდექი…” 






„ლონდონის” ოქროს ხანა 1880-1890-იან წლებზე მოდის, მაშინ როდესაც  სასტუმროს უცხოელი მოგზაურები და ისეთი საპატიო სტუმრები სტუმრობდნენ, როგორიცაა დიდი რუსი კომპოზიტორი პიოტრ ჩაიკოვსკი, მარკიზი ჯორჯ კერზონი, ნორვეგიელი მწერალი და სხვები. 



„ლონდონ“ სტუმრობდა ილია ჭავჭავაძეც, რომელიც სასტუმროში იქ მცხოვრებ ინგლისელ სლავისტთან, უილიამ რიჩარდ მორფილდთან შესახვედრად იაკობ მანსვეტაშვილთან ერთად მივიდა.



„ლონდონი” (Hotel de Londres) 1875 წელს მადათოვის ქუჩის #21 სახლში (ახლანდელი ათონელის #31) გაიხსნა. „ლონდონის” შენობის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი მისი სადარბაზო და კიბის უჯრედი იყო. „ლონდონი” 1896 წელს ის 28 ნომრისგან შედგებოდა და დღე-ღამეში ერთი ოთახის ფასი ერთიდან ათ მანეთამდე მერყეობდა. 1914 წელს სასტუმროს უკვე კიდევ ორი ნომერი მიემატა. 



„ლონდონის“ სტანდარტული (სამმანეთნახევრანი) ნომერი, შეიძლება საკმაოდ ზუსტად მეორე ირანელი მოგზაურის - მირზა აბდ ალ-ჰოსეინ ხან აფშარ ორუმის ჩანაწერების წყალობით წარმოვიდგინო. ის 1882 წელს ეწვია სასტუმროს და  თავისი ოთახი აღწერა. 



აფშარ ორუმის ჩანაწერებიდან ვკითხულობთ, რომ ოთახს ნაძერწი ჭერი და შეღებილი მდიდრული კარ-ფანჯარა ჰქონდა. საწოლზე მშვენიერი ფერადი გადასაფარებელი ეფინა. ოთახში ძალიან კარგი ზამბარებიანი დივანი, ორი ზამბარებიანი და ოთხი ჩვეულებრივი სკამი, ერთი საწერი და ერთი სასადილო მაგიდა იდგა. კედელზე ერთი ზარ’ის (დაახლოებით 104 სმ - დ.ხ.) სიგრძის და ნახევარი ზარ’ის სიგანის ქვისჩარჩოიანი სარკე ეკიდა. ხის შეღებილ სკივრზე, რომელსაც ზემოდან ხუთი თარო ჰქონდა, თაბაშირის ორი შანდალი და ყავის სინი იდო. 




„სინზე ბროლის გრაფინი და ჭიქები ეწყო. უჯრებიან მაგიდაზე ფაიფურის დოქი, ძალიან დიდი ტოლჩა და პირსახოცი ელაგა. მაგიდის ზემოთ პრიალა თეთრი ქვა იდო დამაგრებული. ოთახის ერთ კუთხეში ძალიან კარგი რკინის ტახტი იდგა. ტახტზე სქელი ლეიბი და თეთრი ზეწარი ეფინა. ზეწარზე აბრეშუმის მჭიდროდ ნაქსოვი გადასაფარებელი და ბუმბულის ორი ბალიში იდო. ეს ყველაფერი ისეთი სუფთა და ქათქათა იყო, თითქოს დღეს შეკერესო. ტახტის წინ იატაკზე კარგი ქურთული ხალიჩა ეფინა. კედელზე დამაგრებული იყო კაუჭებიანი ფიცარი, რომელზეც ძილის დროს ტანსაცმელს კიდებენ.“ ორუმი თავის  ჩანაწერებში,  აღწეს მომსახურე პერსონალს, სასტუმროს  და სანიმუშოდ მოწესრიგებულ უსაფრთხოებას. 





„ათი ათასი თუმანი ნაღდი ფული ღია საფულით ოთახში რომ დატოვო და კარები არ ჩაკეტო, ათი საათის მერეც რომ დაბრუნდე, საფულე ხელუხლებელი დაგხვდება. გინდა ნომერში იყო გინდა არა, შენი ნებართვის გარეშე შენს ოთახში ვერავინ შევა.“ - წერდა ის.



სტუმრები „ლონდონს“  ქალაქის ყველაზე კარგ სასტუმროთა შორის  ერთხმად ასახელებდნენ, ხოლო ბევრი სტუმარი მას არა მხოლოდ თბილისში და კავკასიაში, არამედ მთელ რუსეთის იმპერიაშიც საუკეთესოდაც თვლიდა - . ინგლისელი ჟურნალისტი ჰენრი ნორმანი წერდა: „მთელ რუსეთში არ არის ისეთი სუფთა და სასიამოვნო სასტუმრო, როგორიცაა „Hotel de Londres” თბილისში. „Hotel de Londres” პირველი ნამდვილად ცივილიზებული და კომფორტული სასტუმროა.” 



კიდევ ერთი შეფასება ეკუთვნის იტალიელ დიპლომატსა და ისტორიკოსს ლუიჯი ვილარის, რომელიც თბილისში 1905 წლის რევოლუციის დღეებში ცხოვრობდა:




„ხიდის თავში დგას „Hotel de Londres”, რომელიც არის არა მხოლოდ პირველი სასტუმრო კავკასიაში, არამედ ერთ-ერთი საუკეთესო რუსეთში, განსაკუთრებით სისუფთავის არსებითად არარუსული თვისების თვალსაზრისით (especially as regards the essentially non-Russian virtue of cleanliness).”




აღსანიშანვია ისია, რომ „ლონდონი“ იყო თბილისის ერთ-ერთი პირველი შენობა, რომელშიც მოეწყო ელექტროგანათება  და 1913 წელს სასტუმროს ჰქონდა ავტოსადგომი. „ლონდონის“  კიდევ ერთი გამორჩეული ღირსება ევროპულ ენებზე მოსაუბრე პერსონალი იყო.

ი.



1915 წელს გ.მოსკვიჩის გზამკვლევი „ლონდონს“ კვლავ საუკეთესო სასტუმროთა შორის იხსენიებს, თუმცა იმ დროს, როცა ეს გზამკვლევი გამოვიდა, სასტუმრო უკვე აღარ არსებობდა: პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, 1914 წლის დეკემბერში პეტრე ზუბალაშვილმა მისი შენობა ხელისუფლებას დაუთმო სამხედრო ლაზარეთად და აღჭურვილობისათვის 20 000 მანეთიც მისცა.




ომის დასრულების შემდეგ „ლონდონი“ აღარ აღუდგენიათ. 1925 წელს ყოფილი სასტუმრო გლეხთა ცენტრალურ სახლად (Центральныи дом крестянина) აქციეს. 1950 წელს ეს სახლი ლიკვიდირებული იქნა და შენობა ერთხანს მილიციის სამმართველომ დაიკავა. დაახლოებით 1960 წელს ის საცხოვრებელ სახლად გადაკეთდა.





დღეს ამ შენობაში საცხოვრებელი სახლია, მისი  გამორჩეული სადარბაზოს გამო ბევრი ადგილობრივი დამთვალიერებლის, თუ უცხოელი ტურისტისთვის ერთ-ერთ მიმზიდველი და საინტერესო ადგილია. სასტუმრო ლონდონის  შენობას პროექტს “ახალი ტფილისის” ფარგლებში რესტავრაცია ჩაუტარდა, სადარბაზოს რესტავრაციის პროცესში კედლის უნიკალური მხატვრობები აღმოაჩინეს. როგორც სარესტავრაციო ჯგუფის ხელმძღვანელი “ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტავს, XIX საუკუნის მხატვრობებში ქართული თემატიკა იკითხება, რაც იმ პერიოდის სადარბაზოებისთვის ნაკლებად არის დამახასიათებელი.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up