სასტუმრო QUADRUM: გუდაურში ტროტუარების არ არსებობა ტურისტს საფრთხეს უქმნის

სასტუმრო QUADRUM: გუდაურში ტროტუარების არ არსებობა ტურისტს საფრთხეს უქმნის

access_time2022-06-02 16:50:00

საგზაო ინფრასტრუქტურის, მათ შორის, ტროტუარების არარსებობა,ნარჩენების გატანის პრობლემა, მცირე რაოდენობის კვების ობიექტები - ეს ის პრობლემებია, რაც გუდაურში ჩასულ ტურისტს დახვდება.



როგორც გუდაურში მდებარე სასტუმრო Quadrum-ის დამფუძნებელი ირაკლი ერისთავი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, გუდაურში ფაქტობრივად არ არის ტროტუარები, რაც ტურისტს გადაადგილების დროს უსაფრთხოებას უზღუდავს და საფრთხეს უქმნის. მისი განცხადებით, საფეხმავლო ბილიკები არ არის არც ძირითად ტრასაზე და არც მეორეხარისხოვან გზაზე.



„ამ პრობლემის მოგვარება მნიშვნელოვანია. ძალიან საშიშია ისე დადიან სატვირთო ავტომანქანები. ხალხს გასეირნება უნდა და ამის საშუალება არ არის,“-აცხადებს ერისთავი.



მისივე განცხადებით, პრობლემებია ნარჩენებთან დაკავშირებით.განსაკურებით დისკომფორტს სამშენებლო ნაგავი პრობლემას ქმნის.



„თოვლი დნება და ნაგავი უკვე თვალშისაცემია, კერძო სექტორი მიმდებარე ტერიტორიების წმენდას ვახორციელებთ, თუმცა, ეს ხომ საერთო სარგებლობის ტერიტორია დაა სრულად მუნიციპალიტეტია პასუხიმსგებელი მის მოვლა-პატრონობაზე,“-აცხადებს ერისთავი.




რაც შეეხება კვების და გასართობ ობიექტებს, Quadrum-ის დამფუძნებელი აცხადებს, რომ ზაფხულის სეზონზე ასეთი ობიექტები არის მხოლოდ იქ, სადაც სასტუმროები მუშაობენ. მისივე მტკიცებით, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში და ახლაც გუდაურში ძალიან ცოტა სასტუმრო მუშაობს.



„გუდაური მაინც უფრო ზამთრის კუროტია და არ მუშაობენ, თუმცა, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. როდესაც სასტუმრო მუშაობს,მისი 3-4 თვით გაჩერება ნიშნავს ყველაფრის თავიდან დაწყებას,“-აცხადებს ირაკლი ერისთავი.



მისივე განცხადებით, გუდაურში ზაფხულის სეზონისთვის ძალიან ბევრი რამეა გასაკეთებელი. თუმცა, არის ისეთიც, რომელიც გაკეთდა და ამის შესახებ ხალხმა არ იცის, პიარი არ აქვს გაკეთებული. მაგალითისთვის ერისთავს ველოტრასები მოჰყავს, რომელიც გაკეთდა და ამის შესახებ ინფორმაცია ბევრს არ აქვს.



11 ნომრიანი სასტუმრო, გუდაურში, 2017 წლის 15 თებერვალს გაიხსნა, მონოლითისგან დამზადებული მეორე სასტუმრო კი 2020 წლის მარტში ამოქმედდა. ორივე სასტუმრო ტურისტების მხრიდან დიდი აქტივობით გამოირჩეოდა. სასტუმროს ძირითადი სტუმრები უცხოელები იყვნენ.



ორივე პროექტის განხორციელება დაახლოებით 3-4 მილიონი ლარი დაჯდა. ამ დროისთვის 3000 კვადრატული მეტრი ფართის მიწის ნაკვეთზე განთავსებული ხის კონტეინერები უმაღლესი ხარისხის ხისგანაა აწყობილი და მინუს 40 გრადუს სიცივეზეა გათვლილი.



business-partner.ge



თეგები:
ტროტუარები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up