სასტუმრო QUADRUM: „ომიკრონმა“ გუდაური ფაქტობრივად დაცალა

სასტუმრო QUADRUM: „ომიკრონმა“ გუდაური ფაქტობრივად დაცალა

access_time2022-01-13 17:00:52

სასტუმრო Quadrum გუდაურში ზამთრის სეზონის მიმდინარეობაზე აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დამძიმდა და „ომიკრონის“ შტამი გააქტიურდა, გუდაური ფაქტობრივად დაიცალა.



სასტუმროს დამფუძნებელი ირაკლი ერისთავი აცხადებს, რომ ხის კონტეინერებისგან დამზადებულ, ჯამში 23 ნომრიან სასტუმროში ამ დროისთვის 3 ნომერია დატვრითული, აქედან 2 ადგილობრივი ტურისტია, ერთი დამსვენებელი ბულგარეთიდანაა.



Quadrum-ის დამფუძნებელი განმარტავს, რომ მიმდინარე ზამთრის სეზონს დასაწყისი კარგი ჰქონდა, დეკემბერში სასტუმრო სრულად იყო დატვირთული, ახლა კი სიტუაცია შეცვლილია.



„გუდაურში გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები, თუმცა, ხალხის ნაკლებობა მაინც იგრძნობა. ამას მარტო ჩემი სასტუმროს მაგალითზე არ ვამბობ, ტრასებიც უჩვეულოდ ცარიელია. შეიძლება ეს ახალი წლის შემდგომ პერიოდსაც დავაბრალოთ, თუმცა, ძირითად გავლენას პანდემია ახდენს. ამ აქტივობით მუშაობა რთულია, თუმცა, რას ვიზამთ, ბიზნესის შენარჩუნების პოზიციაზე ვართ. ჯავშნებიც არ გვაქვს. იმედია არ დაგვხურავენ“, - აცხადებს ერისთავი.




11 ნომრიანი სასტუმრო, გუდაურში, 2017 წლის 15 თებერვალს გაიხსნა, მონოლითისგან დამზადებული მეორე სასტუმრო კი 2020 წლის მარტში ამოქმედდა. ორივე სასტუმრო ტურისტების მხრიდან დიდი დაინტერესებით გამოირჩეოდა. სასტუმროს სტუმრები ძირითადად უცხოელები იყვნენ.



მისი ინფორმაციით, ორივე კორპუსი 3 000 კვ. მეტრზეა განლაგებული და ჯამში 22 ნომერს მოიცავს. სასტუმროში არის რესტორანი, აუზი, იოგას და საკონფერენციო დარბაზი.



ორივე პროექტის განხორციელება დაახლოებით 3-4 მილიონი ლარი დაჯდა. ამ დროისთვის 3000 კვადრატული მეტრი ფართის მიწის ნაკვეთზე განთავსებული ხის კონტეინერები უმაღლესი ხარისხის ხისგანაა აწყობილი და მინუს 40 გრადუს სიცივეზეა გათვლილი.



Quadrum-ში კონტეინერების შემთხვევაში 2 ადგილიანი სტანდარტული ნომრის ფასი 90 აშშ დოლარიდან იწყება.კონტეინერები ქუთაისში, ერთ-ერთ გადამამუშავებელ ქარხანაში მზადდება. 1 კონტეინერის ფართი 21 კვადრატული მეტრია (შედის სველი წერტილებიც).



წყარო: business-partner.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up