სასტუმროს შემოსავლები აჭარაში 2019 წლის დონის 125%-მდე, ხოლო თბილისში 82.5%-მდე აღდგა - GALT&TAGGART

სასტუმროს შემოსავლები აჭარაში 2019 წლის დონის 125%-მდე, ხოლო თბილისში 82.5%-მდე აღდგა - GALT&TAGGART

access_time2022-07-19 20:00:27

ტურისტული ნაკადების აღდგენის და სეზონური მოთხოვნის შედეგად სასტუმროს შემოსავლები აჭარის საშუალო და დიდ სასტუმროებში აღდგა 2019 წლის დონის 125.0%-მდე, რაც 4.7%-იანი წლიური ზრდაა (პოს ტერმინალებით გადახდების მიხედვით). პოს ტერმინალებით გადახდები თბილისის საშუალო და დიდ სასტუმროებში 2019 წლის დონის 82.5%-მდე აღდგა, რაც 62.5%-იანი წლიური ზრდაა 2022 წლის ივნისში, ამის შესახებ GALT&TAGGART-ის კვირის მიმოხილვაშია აღნიშნული.


„Airbnb-იზე მოთხოვნის ზრდა 2022 წლის ივნისშიც გაგრძელდა და 2019 წლის ივნისის დონის 70.8% შეადგინა, რაც ტურიზმის აღდგენის დინამიკას ასახავს, როგორც წინა თვეში. ივნისში ასევე გაგრძელდა ქირის ზრდა, თუმცა წინა 2 თვესთან შედარებით ზრდის ტემპი შენელდა რაც მიგრანტების თავდაპირველი ეფექტის შემდეგ ბაზრის დასტაბილურების ტენდენციაზე მიუთითებს - უძრავი ქონების ქირის ინდექსი ივნისში წლიურად 60.7%-ით გაიზარდა წინა 2 თვეში დაახ. 68%-იანი ზრდის შემდეგ“,  აღნიშნულია მიმოხილვაში.


GALT&TAGGART საბაზისო სცენარით, 2022 წელს ტურიზმის შემოსავლების 85%-იან აღდგენასვპროგნოზირებს 2019 წელთან შედარებით, თუმცა მაისი-ივნისის შემოსავლების და მიგრანტების ეფექტის გათვალისწინებით, სრულ აღდგენასაც არ გამორიცხავს.



აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ივნისში საქართველოს 387,781 საერთაშორისო ვიზიტორი სტუმრობდა, რაც 164.4%-იანი წლიური ზრდაა და 2019 წლის დონის 53.3%-ია. ეს ზრდა ძირითადად განპირობებული იყო ტურისტების რაოდენობის ზრდით, რომელმაც 2019 წლის დონის 64.1% შეადგინა (წინა თვეში 62.3%). ერთდღიანი ვიზიტები მცირედით დაჩქარდა და 2019 წლის დონის 33.3% შეადგინა (წინა თვეში 28.6%), რაც განპირობებულია მეზობელ ქვეყნებთან სასაზღვრო რეგულაციების შემსუბუქებით. ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან (ჯამურის 23.3%) შემოვიდა, შემდეგ მოდის თურქეთი (16.0%) და სომხეთი (16.0%). აღსანიშნავია, რომ ყაზახეთიდან, ბელარუსიდან და უზბეკეთიდან ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობამ 2019 წლის დონეს გადააჭარბა. ივნისში ტურიზმის შემოსავალმა პოსტ-პანდემიური პერიოდის მაქსიმუმს მიაღწია - 301.7 მილიონი აშშ დოლარი, რაც 3.8-ჯერ აღემატება წინა წლის მაჩვენებელს და 2019 წლის დონის 88.7%-ია (წინა თვეში 95.6%). აღსანიშნავია, რომ ტურისტული შემოსავლები ასევე მოიცავს მიგრანტების (რუსეთიდან, ბელარუსიდან, უკრაინიდან) დანახარჯებს. ჩვენი შეფასებით, საქართველოში 80,000-120,000 ვიზიტორი იმყოფება იმაზე ხანგრძლივი ვადით, ვიდრე ჩვეულებრივი ტურისტები. ტურიზმის შემოსავლების 22.7% მოდიოდა რუსეთზე 2022 წლის ივნისში, შემდეგ მოდის ევროკავშირის ქვეყნები (10.1%), ბელარუსი (9.3%) და თურქეთი (9.3%). 



თეგები:
GALT&TAGGART



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up