ტურისტული სექტორისთვის ქონების გადასახადის განულება „კოპალას“ 120 000 ლარს დაუზოგავს

ტურისტული სექტორისთვის ქონების გადასახადის განულება „კოპალას“ 120 000 ლარს დაუზოგავს

access_time2022-04-06 13:00:48

სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესისთვის 2021 წელს დაგროვილი ქონების გადასახადის განულებასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა. სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ასეთი ლიბერალური შეღავათი ბევრ ბიზნესს დიდ დახმარებას გაუწევს ახალი პროექტების განვითარებისთვის, ნაწილს კი გაკოტრებისგან დაიცავს.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“  Telegram-ზე.

 

,,კოპალა ჯგუფის“ დირექტორი კახაბერ ბუაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ჯერ პანდემიისა და შემდეგ უკვე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებული ომის გამო ბიზნესმა დიდი დანაკარგი განიცადა და ქონების გადასახადის გასტუმრების რესურსიც ამოწურული ჰქონდათ, რის გამოც შეიძლებოდა სერიოზული პრობლემა შექმნილიყო და ზოგიერთი ობიექტი დროებით დაეხურათ კიდეც.


,,პანდემიის პერიოდში ხანგრძლივად იყო შეზღუდვები, ამან დარგი ძალიან დააზარალა. ბევრ კომპანიაში გაჩნდა ვალდებულებების გასტუმრებასთან დაკავშირებით პრობლემა. 2020 წელს ქონების გადასახადი გაგვინულდა და დიდი შეღავათი გაგვიწიეს. 2021 წლისთვის მსგავსი ნაბიჯის გადადგმას და ასეთი ლიბერალური შეღავათის დაწესებას ნამდვილად არ ველოდით. მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის“, - ამბობს ბუაძე და დასძენს, რომ შეზღუდვები მოხსნილია, მაგრამ ჯერ ადრეა საუბარი, რომ ბიზნესი ფეხზე დადგება, რადგან ბევრი კომპანია გაკოტრდა და ზოგიც ამ ეტაპს ახლა გადის.



,,ბოლო წლების განმავლობაში პანდემიასთან გვიწევდა გამკლავება და ახლა უკვე ეს ომი, რაც დიდი პრობლემაა. ასეთ დროს შეღავათი ძალიან მნიშვნელოვანია, დიდ დახმარებას გაგვიწევს. ჩვენ ფაქტობრივად უიმედო მდგომარეობაში აღმოვჩნდით და უკვე გადასახადსაც  ვერ ვიხდიდით.  თითქმის გადაწყვეტილი გვქონდა, რომ გადავადება მოგვეხდინა ან ინკასოს დაგვადებდნენ და ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით. 2021 წელს  120 000 ლარის რაოდენობის დავალიანება დაგვიგროვდა. ეს ტვირთი მოგვეხსნა.

ტურისტული ინდუსტრიისთვის პრობლემასთან გამკლავება არ არის მარტივი, სასტუმროს 5 კორპუსს ვფლობთ, და არც ერთ მათგანში არ არის სახარბიელო მდგომარეობა. ამდენივეა რესტორანიც, აქ შედარებით  უკეთესი მდგომარეობაა, სასტუმრო ბიზნესს ამ მხრივ უფრო გაუჭირდა“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ კახაბერ ბუაძე.


მისი თქმით, დიდი პრობლემაა კადრებთან დაკავშირებითაც, რადგან პანდემიის პერიოდში ბევრი სპეციალისტი წავიდა ქვეყნიდან, ზოგმაც საქმიანობის პროფილი შეცვალა და სექტორი  ამ მხრივ დეფიციტს განიცდის.


შეგახსენებთ, რომ ტურისტული სექტორისთვის 2021 წლის ქონების გადასახადის ჩამოწერის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 4 აპრილს მთავრობის  სხდომაზე განაცხადა.


,,ჩვენ შევისწავლეთ სექტორში არსებული სიტუაცია, გამოწვევები, პრობლემები, რომელიც ამ სექტორს დაუგროვდა. ბუნებრივია, კოვიდის გამო ყველაზე მეტად ეს სექტორი დაზარალდა, მათ შორის, სასტუმრო და სარესტორნო ინდუსტრია მთლიანობაში და ამიტომ, 2021 წლის ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის ეს სექტორი. დეტალებზე კონკრეტულად მოგახსენებენ ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები და ვფიქრობ, ეს იქნება მნიშვნელოვანი დახმარება ამ სექტორისთვის“, - აღნიშნა პრემიერმა.


მარი ჩიტაია

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up