დაშვებულია თუ არა ელექტრონული სიგარეტის მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში - „თამბაქოს კონტროლის ცენტრი“ გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს

დაშვებულია თუ არა ელექტრონული სიგარეტის მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში - „თამბაქოს კონტროლის ცენტრი“ გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს

access_time2023-03-02 10:30:55

მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „თამბაქოს კონტროლის ცენტრის“ დირექტორმა, გიორგი მაღრაძემ სავაჭრო ობიექტებში გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრა.


მაღრაძის თქმით, ბოლო 2 თვის კვლევის მონაცემები აჩვენებს, რომ თამბაქოს  ახალი პროდუქტები, რომელიც ელექტრონულ სიგარეტს, გასახურებელ თამბაქოს პროდუქტებს მოიცავს, თითქმის ყველა მარკეტშია წარმოდგენილი, მათ შორის ისეთ ადგილებში, სადაც სიგარეტი არ იყიდება.


„მაგალითად, სამშენებლო მასალების მაღაზიების შესასვლელებში, მოლების ფოიეებში. დაახლოებით  80-85 %-ში ეს პროდუქტები განთავსებულია ღიად, ხილულად, რაც აკრძალულია, მოთავსებულია ტკბილეულთან, საღეჭ რეზინებსა და სხვა პროდუქტებთან ერთად, რაც კანონით დაუშვებელია. მოგეხსენებათ, თამბაქოს პროდუქტები დახურულ დახლში უნდა იყოს. მაღაზიებში რომ ვაკვირდებით ვითარებას: ჩვეულებრივი სიგარეტები კარგად დახურულ დახლებშია, მაგრამ ელექტრონული სიგარეტები ხშირად ხილულადაა განთავსებული,“ – აღნიშნა  გიორგი მაღრაძემ.


მაღრაძის თქმით, თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგი სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს. ერთი მიმართულება საზოგადოებრივი თავშეყრის დახურულ სივრცეებში მოწევის ფაქტების დაფიქსირებაა, მეორეა ის, თუ როგორაა დარეგულირებული თამბაქოს პროდუქტებით ვაჭრობის საკითხები.



„მოწევასთან დაკავშირებით მოწმდება ისეთი დაწესებულებები, როგორებიცაა კაფე-ბარები და რესტორნები, სასტუმროები, საჯარო, საგანმანათლებლო, სამედიცინო დაწესებულებები, ყველა საზოგადოებრივი თავშეყრის სივრცე, სადაც თამბაქოს მოხმარება შეზღუდულია. თამბაქოს პროდუქტში მოიაზრება როგორც ჩვეულებრივი სიგარეტი, ასევე ელექტრონული მოწყობილობები, „ვეიპეპი“, აიქოსი, ჩილიმი და ნებისმიერი ის საშუალება, რომელიც გარკვეულ თამბაქოს პროდუქტს შეიცავს, კვამლს, ან ორთქლს წარმოქმნის.


მონიტორინგის ფარგლებში ვაკვირდებით, რა ხდება არა მხოლოდ ჩვეულებრივი სიგარეტის, არამედ ელექტრონული სიგარეტის მოხმარების კუთხითაც. საკმაოდ მაღალია კანონის აღსრულების დონე-დაწესებულებების დაახლოებით, 90 %-ზე მეტი იცავს. ვითარება შეიძლება განსხვავებული იყოს დაწესებულების ტიპების მიხედვით, მაგალითად, სასწავლო დაწესებულებებში კანონის დაცვა 98 %-ია. რაც  არ უნდა გასაკვირი იყოს, სამედიცინოში 75%-ის ფარგლებშია, აქვთ გარკვეული სივრცეები, სადაც ეწევიან და კანონს არღვევენ.“ - აღნიშნა  გიორგი  მაღრაძემ.


მაღრაძემ ასევე  განმარტა, რომ ბოლო პერიოდში ელექტრონული სიგარეტების მოწყობილობების, გასახურებელი თამბაქოს პროდუქტების მიმართ ისეთი დამოკიდებულება გაჩნდა, რომ თითქოს ეს პროდუქტი კანონის მოქმედების ქვეშ არაა და მისი მოხმარება დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დაშვებულია.


„ამას, ერთი მხრივ, ხელს უწყობს თავად თამბაქოს ინდუსტრიის მიზანმიმართული პიარი და საინფორმაციო მუშაობა. ავრცელებენ ინფორმაციას, რომ  თითქოს, ასეთი პროდუქტები ჩვეულებრივ სიგარეტზე თავის დანებების საშუალებაა, თითქოს ნაკლებად უსაფრთხოა. როგორც ჩანს, დაწესებულებების ადმინისტრაციებშიც და მოსახლეობაშიც ის დამოკიდებულება, რომ თითქოს ასეთი პროდუქტების მოხმარება შეიძლება, სწორედ ამ კამპანიამ განაპირობა. ბოლო პერიოდში მონიტორინგის შედეგად ასეთი პროდუქტების მოხმარების რამდენიმე შემთხვევა კაფე-ბარებში, რესტორნებში, თუ სხვა დაწესებულებებში გამოვავლინეთ, რაზეც რეაგირება მოხდა.


რაც შეეხება ჯარიმებს: დაწესებულება ჯარიმდება 500 ლარით, განმეორების შემთხვევაში 1000 ლარით, მესამე და ყოველ მომდევნო ჯერზე ერთი წლის განმავლობაში 2 000 ლარით. ხოლო პირს რაც შეეხება, ის შესაბამისად 100, 200 და 300 ლარით ჯარიმდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – აქ მთავარი დამოკიდებულების საკითხია. ელექტრონული სიგარეტის მოხმარების ფაქტები რამდენჯერმე სკოლებშიც კი დავაფიქსირეთ, რაც ძალიან საგანგაშოა,“ – განაცხადა მაღრაძემ.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up