სატაცურის ექსპორტი 32%-ით გაიზარდა

სატაცურის ექსპორტი 32%-ით გაიზარდა

access_time2022-09-09 16:00:31

სატაცურზე მოთხოვნა მზარდია, როგორც ადგილობრივ ისე საექსპორტო ბაზრებზე.  „კომერსანტთან ქართულ ბაზარზე პოპულარული „ქართული სატაცურის“ მწარმოებელმა განაცხადა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ადგილობრივ ბაზარზე სატაცურზე დიდი მოთხოვნა გაჩნდა, განსაკუთრებით სეზონზე.


ფერმერის განმარტებით, სატაცურის აღების სეზონი მარტიდან ივლისის ჩათვლით პერიოდია და სეზონის დასაწყისში 1 კგ  პროდუქციის ფასი 30 ლარია და შემდეგ ეტაპობრივად ჩამოდის 15 ლარზე. 



ფერმერმა ცოლქ-ქმარმა მცხეთის რაიონის სოფელ ძალისში სატაცურის მეურნეობა წლების წინ გააშენეს და პროდუქციას ადგილობრივ ბაზარზე „ქართული სატაცურის“ სახელით ყიდიან.



თინა წამალაიძის განმარტებით, ის სეზონზე 5 ათას ტონამდე სატაცურს აწარმოებს, რომელსაც მთლიანად ადგილობრივ ბაზარზე ყიდის. 


5 ათას ტონა სატაცურს აწარმოებს წლის განმავლობაში კახეთში მდებარე კოოპერატივი „ოზაანი“, რომელმაც სატაცურის პლანტაციის ფართობი 6 ჰა-მდე გაზარდა და მომავალი სეზონისთვის უფრო მეტი მოსავლის მოლოდინშია.



“ოზაანის“ სატაცური ძირითადად ქსელურ მარკეტებში „აგროჰაბში“, “ნიკორაში“, „გუდვილში“, „კარფურში“ იყიდება.


სეზონის დასაწყისში კოოპერატივი სატაცურს 25-30 ლარად აბარებს. მზარდი მოთხოვნის ფონზე „ოზაანი“ პლანტაციის ფართობის ზრდას განაგრძობს და უახლოესი 3 წლის განმავლობაში სატაცურს მთლიანობაში 10 ჰა ფართობზე აწარმოებს.


კოოპერატივი „ოზაანი“ სატაცურს სიღნაღისა და დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტში აწარმოებს. კოოპერატივი ფლობს ასევე სატაცურის სათბურს, სადაც მოსავლის აღებას 10 დღეში დაიწყებს.


კოოპერატივის მენეჯმენტი ამბობს, რომ სამომავლოდ ექსპორტს განიხილავს, თუმცა ეს პლანტაციების ზრდის და სათანადო რაოდენობის პროდუქციის მიღების შემდეგ გახდება შესაძლებელი.


მზარდია სატაცურის ექსპორტიც. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველომ სატაცურის ექსპორტი 32%-ით გაზარდა. სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, 2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 107.66 ათასი დოლარის ღირებულების 17.05 ტონა ახალი ან გაცივებული სატაცურის ექსპორტი განახორციელა, მაშინ როდესაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანამ უცხოეთის ბაზრებზე 81.92 ათასი დოლარის ღირებულების 12.88 ტონა სატაცური გაყიდა.



საქართველოში მოყვანილი სატაცურის ნომერ პირველი მომხმარებელი რუსეთია, სადაც მიმდინარე წელს მთლიანად ექსპორტირებული სატაცურის ნახევარზე მეტი, 9.59 ტონა  გადაზიდა.



ამ დროისათვის საქართველოში მოყვანილი სატაცურის საექსპორტო ბაზრებია: 

  • რუსეთი - 9.59 ტონა;
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 5.40 ტონა;
  • ქუვეითი - 1.70 ტონა;  
  • სომხეთი - 0.36 ტონა;


რაც შეეხება ბოლო წლების სტატისტიკას: 2029 წელს საქართველომ ექსპორტზე 5.93 ტონა სატაცური გაიტანა, 2020 წელს კი 9.50 ტონა, 2021 წლის განმავლობაში კი 13.24 ტონა სატაცური. 



თეგები:
სატაცური



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up