ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ უკრაინის შემდეგ ის პირადად აპირებს პოლონეთის „დენაციფიცირებას და დემილიტარიზაციას“. მისი თქმით, პოლონეთის რეგიონი - სილეზია, რომლის ავტონომიის მომხრეთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, დამოუკიდებელ სტატუსს იმსახურებს. იქ რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს და მის ჩატარებაში რუსეთს „ორგანიზაციული დახმარება შეუძლია“. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
„მე არაერთხელ მითქვამს, რომ სატანიზმის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს მთელ ევროპაში და პირველ რიგში, პოლონეთის ტერიტორიაზე,“ - წერს კადიროვი ტელეგრამში.
კადიროვმა კომენტარი გააკეთა პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელის მარკინ პჟიდაჩის სიტყვებზე, რომ ვარშავა ვაშინგტონისგან იმ სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას მოელის, რომელიც პოლონეთმა უკრაინას გაუგზავნა. პრჟიდაჩმა დააზუსტა, რომ სამხედრო ტექნიკაში აბრამსის ტანკები და პატრიოტის საზენიტო სარაკეტო სისტემები იგულისხმა და ვარშავის მიზანი „რუსეთის შეკავებაა“.