სატანკო ეკიპაჟები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რუსეთში გადაიყვანეს

სატანკო ეკიპაჟები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რუსეთში გადაიყვანეს

access_time2022-03-08 11:01:03

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან, იქ განთავსებული სამხედრო ბაზებიდან სატანკო ბატალიონების ეკიპაჟები რუსეთში გადაიყვანეს. ვოლგოგრადის რეგიონის სამხედრო ოლქის პრუდბოის საწვრთნელ პოლიგონზე სატანკო ეკიპაჟების სწავლება დაიწყო. იქვე არიან სომხეთში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზის ტანკისტებიც.


რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ცნობით, სატანკო ეკიპაჟები სატანკო ბიათლონში მონაწილეობისთვის მოემზადებიან და კონკურსის მონაწილეები იასპარეზებენ თანამედროვე T-72B3 ტანკებით.


„ტანკისტებს მოუწევთ დაეუფლონ მათთვის მინდობილ სტანდარტულ აღჭურვილობას, გამოავლინონ უნარ-ჩვევები დისტანციის სწრაფად გავლაში და სხვადასხვა სამიზნეების დაზიანების სიზუსტეში. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სამიზნეების დაზიანების სიზუსტეს“, - იუწყება სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახური.



სამხრეთ სამხედრო ოლქის სარდლობამ აღნიშნა სამხედრო პერსონალის საბრძოლო მომზადების დონის მუდმივი ზრდა, ასევე ეკიპაჟების მზადყოფნა შეჯიბრებისთვის. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციას ეჭვის თვალით უყურებენ ცხინვალში. მით უმეტეს, რომ სატანკო ბიათლონი რუსეთში, რამდენიმე თვის წინ, უკვე ჩატარდა და რუსეთის გარდა, მასში მონაწილეობას იღებდნენ ოკუპირებული რეგიონების ტანკისტები და რუსეთის მიმართ ლოიალურად განწყობილი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სატანკო ეკიპაჟები.


რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო, სამოქალაქო აქტივისტი მიიჩნევს, რომ წვრთნა მხოლოდ მიზეზია და რუსული სამხედრო ბაზებიდან გაწვეული სატანკო ეკიპაჟების წევრებს უკრაინისკენ გააგზავნიან.


რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. პუტინს უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. ლტოლვილად იქცა 1.5 მილიონზე მეტი.



radiotavisupleba.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up