კლიმატის ცვლილება აქტუალობას არ კარგავს. ევროსტატმა, სტატისტიკური ანალიზი გამოაქვეყნა, რომელშიც მიმოხიულულია კლიმატის ცვლილებები და მისი გამომწვევი მიზეზები.
სათბურის გაზების (GHG) ემისია ადამიანების საქმიანობის შედეგია, რომელიც კლიმატის ანთროპოგენური ცვლილების მიზეზია. როგორც ცნობილია, ევროკავშირს ამბიციური გეგმა მიზნად ისახავს, რომ 2050 წლისთვის სათბურებით გამოწვეული აირების ემისია ნულოვან მაჩვენებელს უტოლდებოდეს.
ევროპის გარემოს სააგენტოს (EEA) მომზადებული და ევროსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ცხადყოფს, რომ სათბურის აირების ემისია - გარდა სატრანსპორტოსა - ყველგან მცირდება. სატრანსპორტო სექტორში “CO2-ის“ მაჩვენებელი 1990 წელთან შედარებით 50 მილიონი ტონა ნახშიროჟანგით - 7%-ით არის გაზრდილი.
ევროკავშირმა, 1990-2020 წლებში სათბურის აირების ემისიის შემცირება 1546 მილიონი ტონა CO2-ით შეძლო. ყველაზე დიდი კლება ენერგეტიკულ ინდუსტრიაში ფიქსირდება (-657 მილიონი ტონა CO2), შემდეგ მოდის საწარმო მრეწველობა და მშენებლობა (-322 მილიონი ტონა CO2), და ბოლოს საყოფაცხოვრებო ინდუსტრია, კომერცია, ინსტიტუტები და სხვა (-215 მილიონი ტონა CO2). ცნობისთვის, ამ სამ სექტორებში 1990 წელთან შედარებით 2020-ში ემისიის 46, 44, და 29 პროცენტი ვარდნა დაფიქსირდა.