მიმდინარე კვირაში, EastFruit-ის მონიტორინგის რეგიონის ქვეყნებში, ბოსტნეულსა და ხილზე ფასების ყველაზე დრამატული ცვლილება სათბურის ბოსტნეულისა და მწვანილის სეგმენტში დაფიქსირდა.
მიმდინარე კვირაში სასათბურე პომიდორზე ფასების კლება დაფიქსირდა მოლდოვაში, საქართველოში და ტაჯიკეთში. მოლდოვაში 1 კგ. ამ პროდუქციის ყიდვა 1,61 დოლარად იყო შესაძლებელი, საქართველოში - 1,16 დოლარად (დაახლოებით 3 ლარი), ხოლო ტაჯიკეთში 2,29 დოლარად/კგ.
ახალი მწვანილის ბაზარი ამ კვირაში ან სტაბილური იყო, ან ფასების დაცემა ხასიათდებოდა. ამგვარად, დაფქული კამა და ოხრახუშის პირველი პარტიების მოსვლასთან ერთად, მათზე ფასები შემცირდა ტაჯიკეთსა და საქართველოში. შედეგად, ამ პროდუქტებზე საშუალო ფასები მაშინვე დაეცა - 1 კგ. ოხრახუში საქართველოს ბაზრებზე საშუალოდ 1,55 დოლარი ღირდა, ტაჯიკეთში კი თითქმის 2.5-ჯერ მეტი - 3,67 დოლარი.
ტაჯიკეთში კამას საშუალო ფასი 4,12 დოლარი იყო, საქართველოში თითქმის 4-ჯერ ნაკლები - კი 1,55 დოლარი (4 ლარი).
EASTFRUIT