თბილისის სატელევიზიო კოშკზე ტურისტული ინფრასტრუქტურა განთავსდება - ხელშეკრულება ოფიციალურად გაფორმდა

თბილისის სატელევიზიო კოშკზე ტურისტული ინფრასტრუქტურა განთავსდება - ხელშეკრულება ოფიციალურად გაფორმდა

access_time2021-08-19 12:00:52

თბილისის სავიზიტო ბარათი უახლოესს მომავალში ახალ ფუნქციებს შეიძენს. დედაქალაქის მთავრობის მიერ მეორედ გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა წარმატებით დასრულდა, შესაბმისად თბილისის სატელევიზიო კოშკზე ვიზიტორთა ცენტრი, პანორამული რესტორანი და გადასახედი მოეწყობა.

 

ხელშეკრულება თბილისის მთავრობას, შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრსა“ და შპს „კასს თაუერსს“ შორის მიმდინარე წლის 16 აგვისტოს გაფორმდა. პროექტის განხორციელების მიზნით კომპანიის ინვესტირებული თანხის ჯამური ოდენობა  არანაკლებ $4 მლნ–ს უნდა შეადგენდეს.

 



როგორც „კომერსანტს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, პროექტი შედგება წინასამშენებლო, სამშენებლო და ოპერირების ფაზებისგან:

 

1. წინასამშენებლო ფაზა შეადგენს ჯამში 1 წელს და მოიცავს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და დეტალური პროექტის მომზადებას.

 

2. სამშენებლო ფაზა გაგრძელდება ჯამში დაახლოებით 2 წელსა და 6 თვეს და მოიცავს პროექტის მშენებლობის ნებართვ(ებ)ის მოპოვებასა და მშენებლობის დასრულებას/ექსპლუატაციაში მიღებას.

 

3. ოპერირების ფაზა მოიცავს გამარჯვებული პირის მიერ 25 წლის ვადით პროექტის პროფილის სრულად შენარჩუნებასა და ოპერირებას.

 




პანორამული რესტორანი განთავსებული იქნება 70 მეტრ სიმაღლეზე და 120-300 სტუმარს უმასპინძლებს.

 

ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო, რომელმაც მუნიციპალიტეტს პროექტის განხორციელება მაქსიმალური 1 000 000 ლარით თანამონაწილეობის პირობებით შესთავაზა. როგორც მერიაში აცხადებენ, ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმად განსაზღვრულ იქნა სწორედ ზემოხსენებულ თანხაზე ყველაზე ნაკლები ოდენობის შეთავაზება.

 

ამას გარდა, შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრი“ იღებს ვალდებულებას, ოპერირების პერიოდში უზრუნველჰყოს სატელევიზიო ანძის (გარდა საპროექტო ტერიტორიისა) მოვლა-პატრონობა და მიმდინარე რემონტის განხორციელება (განათება და შეღებვა) იმ სტანდარტითა და ხარისხით, როგორც ეს ხორციელდება დღესდღეობით.

 



თბილისის სატელევიზიო კოშკზე ვიზიტორთა ცენტრის, პანორამული რესტორნის, ე.წ. პანორამული გადასახედისა და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობის, სარგებლობის ვადის 25 წელი განმავლობაში ოპერირებისა და შემდგომში მესაკუთრისთვის გადაცემის მიზნით, თბილისის მთავრობამ შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრთან“  ერთად, ინტერესთა გამოხატვა 2021 წლის 7 აპრილის გამოაცხადა.

 

პროექტი საერთაშორისო (ესტონური) საკონსულტაციო კომპანიის - „KOKO“-ს მიერ შემუშავებული კონცეფციისა და კვლევების შესაბამისად ხორციელდება, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანაში მსგავსი პროექტების განვითარების დიდი გამოცდილება აქვს.

 



შპს „კასს თაუერსი წარმოადგენს სს „კასს გრუპი“-ის ერთ-ერთ შვილობილ კომპანიას, რომელიც სხვადასხვა მსხვილ დეველოპერულ პროექტებს ახორციელებს, მათ შორის: KASS LAND - წალკის კანიონი • TsalkaCanyon-ს.

 

შპს „კასს თაუერსი“ მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში 2021 წლის 6 მაისს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორი და 30% წილის მფლობელი ეკატერინე თორდია. 70% „კასს ფორესტს“ ეკუთვის. თავის მხრივ „კასს ფორესტი“ 2019 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორიც აქაც ეკატერინე თორდია, თუმცა წილის 100%-ს სს „კასს გრუპი“ ფლობს. სს „კასს გრუპი“ რეესტრში 2014 წელს დარეგისტრირდა, რომლის დირექტორიც  ეკატერინე თორდიაა.

 



შეგახსენებთ, რომ თბილისის სატელევიზიო  კოშკი, რომელსაც არასწორად  უწოდებენ ტელეანძას, საკომუნიკაციო მიზნებისთვის აგებული დამოუკიდებლად მდგომი სტრუქტურაა. მისი მშენებლობა 1952 წელს დაიწყო და 1956 წელს დასრულდა. სიმაღლე 186 მეტრი იყო და ახლანდელი კოშკის მიმდებარედ იდგა. შედარებით მარტივი კონსტრუქციისგან შედგებოდა და ფერმული სტილის იყო. პირველი სატელევიზიო გადაცემა 1956 წლის 30 დეკემბერს გავიდა ეთერში. პირველი ფერადი მაუწყებლობა კი – მოგვიანებით, 1966 წელს. სტუდია, საიდანაც მაშინდელი დიქტორები ქვეყანას ახალ ამბებს ამცნობდნენ, ძველი კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო განლაგებული. ვინაიდან ძველ კოშკს სატელევიზიო არხების რაოდენობის გაზრდის საშუალება არ ჰქონდა, საჭირო გახდა ახალი კოშკის მშენებლობა. მისი მშენებლობა 1972 წელს დაიწყო და ორი წლის განმავლობაში მცოცავი ამწით მიმდინარეობდა. ახალი  თანამედროვე  კოშკი  ექსპლუატაციაში შევიდა  1974  წლის 30  ნოემბერს, რის  შემდეგაც მოხდა ძველი კოშკის დემონტაჟი და  გადატანა  ქალაქ  გორში. დღეისათვის  თბილისის  სატელევიზიო  კოშკი   საქართველოში  ყველაზე  მაღალი ნაგებობაა, რომელიც მსოფლიოს  ყველაზე მაღალი კოშკების სიაშია შეტანილი.




ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up