„სატრანსპორტო რეფორმა იყო ერთ-ერთი ძირითადი რეფორმა, რაც 2017 წელს წამოვიწყეთ“

„სატრანსპორტო რეფორმა იყო ერთ-ერთი ძირითადი რეფორმა, რაც 2017 წელს წამოვიწყეთ“

access_time2022-09-16 21:00:00

დედაქალაქში „ევროპის მობილობის კვირეული“ (EMW) გაიხსნა, რომლის მიზანი საზოგადოებაში მდგრადი ურბანული მობილობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.


„ევროპის მობილობის კვირეული“ ევროკომისიის ინიციატივით, ყოველწლიურად, 16-22 სექტემბერს ტარდება.



ღონისძიებაზე შეკავშირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის მდგრად განვითარებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ევროპული ქალაქის გამოცდილების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.



კვირეულის გახსნას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.




„ჩემთვის დიდი პატივია, რომ „ევროპის მობილობის კვირეულის“ ფარგლებში, შესაძლებლობა გვექნება, კიდევ ერთხელ ვისაუბროთ თბილისის მდგრად მობილობაზე. როგორც იცით, სატრანსპორტო რეფორმა იყო ერთ-ერთი ძირითადი რეფორმა, რაც 2017 წელს წამოვიწყეთ. ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება სახეზეა. სრულად ჩანაცვლდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მომდევნო წლებში, მეტროც სრულად რეაბილიტირდება. ეს არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტები. ჩვენ შევცვალეთ მიდგომა და ნახავთ, როგორი სხვანაირი დიზაინით კეთდება ქუჩები, რადგან, როგორც კერძო ავტომობილებს, ისე საზოგადოებრივ, ეკო-მეგობრულ და არამოტორიზებულ ტრანსპორტს, გადაადგილების თანაბარი საშუალება მიეცეს. ასევე, რამდენიმე სატრანსპორტო დერეფანი გაჩნდა და აქტიურად მიმდინარეობს ე.წ. ბასლეინების და ველობილიკების დახაზვა. გარდა ამისა, რამდენიმე წელში თბილისს ექნება თანამედროვე ITS სისტემა, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ჩვენი ქალაქისთვის. ITS არ არის მხოლოდ მართვის სისტემა, რაც ნაკადების დაგეგმარების საშუალებას უკეთ მოგვცემს. ეს პირდაპირ აისახება ჰაერის დაბინძურებაზე, რაც ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.



დედაქალაქის მერის მოადგილემ მუნიციპალიტეტის მერიის პარტნიორი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.



„მხოლოდ მუნიციპალიტეტი თავს ვერ გაართმევს იმ სატრანსპორტო რეფორმას, რაც ჩვენ დავიწყეთ. დიდი მადლობა საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს. არაერთი საკანონმდებლო ცვლილება გახდა საჭირო და მომავალშიც განხორციელდება იმისთვის, რომ თბილისი ევროპული მობილობის კუთხით, საუკეთესო გახდეს“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.



„ევროპის მობილობის კვირეულს“, რომლის ფარგლებშიც, სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება, თბილისი უკვე მეორედ უერთდება. კვირეულის გახსნის ღონისძიების მთავარი გზავნილია - „უკეთესი კავშირები“, რაც გულისხმობს უკეთესად შეკავშირებულ ტრანსპორტს და მდგრადი მობილობის მიზნების მისაღწევად, ქალაქში ურბანული სივრცის განაწილებისა და გადაადგილებისთვის სწორი ბალანსის დაცვას.



კვირეულის გახსნას საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, გაერო-ს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში საბინე მახლი, ასევე, სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური კორპუსის, კერძო სექტორის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები ესწრებოდნენ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up