საგზაო ტრანსპორტის მსოფლიო ორგანიზაციამ IRU, ევროპის გადამზიდავთა საბჭომ და FuelsEurope-მ, რომელებიც საგზაო ტრანსპორტის ოპერატორებს წარმოადგენენ, წყალბადთან და ელექტროენერგიასთან ერთად ნახშირბადის საწვავის, გრძელვადიანი დეკარბონიზაციის საშუალებად აღიარება მოითხოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას IRU-ს პრესსამსახური ავრცელებს.
ბაზრის მონაწილეებმა ერთობლივი წერილით ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ფრანს ტიმერმანს მიმართეს, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ლოგისტიკის კარგად ფუნქციონირებადი და სტაბილური სექტორისთვის, საგზაო ტრანსპორტის ოპერატორებს და გადამზიდავებს უნდა შეეძლოთ გადაწყვიტონ სხვადასხვა ტიპის ოპერაციებს რომელი ტექნოლოგია შეესაბამება „ჩვენი საერთო მიზნის მისაღწევად: ნახშირბადის ნეიტრალიტეტი 2050 წლისთვის“.
„სასიცოცხლო მნიშვნელობის მიწოდების ჯაჭვები, რომლებიც ევროკავშირის მოქალაქეებს ამარაგებენ საკვებით, მედიკამენტებით და სხვა აუცილებელი ნივთებით, არ უნდა დაექვემდებაროს განუსაზღვრელ ნახტომს სიბნელეში, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ სტაბილურობას. ევროპის ლოგისტიკის სექტორისთვის CO₂-ს სტანდარტულმა შეთავაზებამ ნახშირბადის ნეიტრალიტეტის მიღწევას უნდა უბიძგოს. დაწვის სრულ უარყოფას, იმისდა მიუხედავად, რომ მას ასევე შეუძლია მიაღწიოს იმავე მიზანს, იმისდა მიხედვით, თუ რა იწვება, შეიძლება ეწოდოს მხოლოდ არასაჭირო და სარისკო ექსპერიმენტი“, - განაცხადა IRU-ის დირექტორმა ევროკავშირის ინტერესების საკითხებში რალუკა მარიანიმ.
მისი განმარტებითვე, ნახშირბადის ნეიტრალური საწვავი ასევე ყველაზე რეალისტური ვარიანტია ავიაციის, საზღვაო ტრანსპორტის დიდი ნაწილისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების არსებული ფლოტის დეკარბონიზაციისთვის. მდგრადი ბიომასის ხელმისაწვდომობა საკმარისზე მეტია სამივე სახის ტრანსპორტისთვის ბიოსაწვავზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.