Saudi Aramco-ს შვილობილმა კომპანია Aramco Trading Company-იმ (ATC) Motiva Trading-ის 100% შეიძინა და ჰიუსტონში Aramco Trading Americas LLC დააარსა.
ამ შეთანხმებით, Aramco Trading Americas ნედლეულის ერთადერთი მიმწოდებელი და Motiva Enterprises პროდუქციის მყიდველი იქნება.
საწარმოს შეუძლია დღეში 630 ათას ბარელამდე გადამუშავება (დაახლოებით 31,5 მილიონი ტონა ნავთობი წელიწადში) და აწარმოებს ბენზინს, თვითმფრინავის საწვავს, დიზელის საწვავს და ბაზის ზეთებს.
აღნიშნულია, რომ Aramco Trading Americas გააფართოებს სავაჭრო ბიზნესს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში.
Saudi Aramco-მ მოიპოვა სრული კონტროლი Motiva Enterprises LLC-ზე 2017 წელს ბრიტანულ-ჰოლანდიურ Royal Dutch Shell-თან გარიგების შედეგად. ერთობლივი საწარმო 1998 წელს დაარსდა.