ბოლო წლების სიახლეები საუდის არაბეთის არქიტექტურულ პროექტებთან დაკავშირებით, საკმაოდ ჰგავს სიახლეებს კიბერპანკის სამყაროდან. საუდის არაბეთის გეგმები იმდენად ამბიციურია, რომ ადამიანს წარმოდგენას უჭირს. ამის შესახებ. გამოცემა Man of Many წერს.
ტროჟენა უდაბნოს შუაგულში მდებარე სათხილამურო კურორტია, რომელიც საუდის არაბეთში ხორციელდება. პროექტი 2026 წლისთვის დასრულდება და მისი ჯამური ღირებულება თითქმის 500 მილიარდი დოლარია.
კურორტი მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს. სექტემბრიდან ნოემბრამდე - როგორც სპა და ველნესი; დეკემბრიდან მარტამდე - ზამთრის სეზონზე ტერიტორია თოვლით დაიფარება; მარტი-მაისში ექსტრემალური სპორტის სახეობები იფუნქციონირებს; მაისიდან - სექტემბრამდე პერიოდში იქ სხვადასხვა მუსიკალური ფესტივალები და კულტურული ღონისძიებები გაიმართება.
ტროჟენა მთის ტურიზმის სამყაროს ეკოტურიზმის პრინციპებზე დაფუძნებული ადგილის შექმნით შეცვლის და საზოგადოების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება, აცხადებენ პროექტის ავტორები.
TROJENA არ არის დამოუკიდებელი ერთეული. ის გლობალური NEOM პროექტის ნაწილია, რომელსაც უკვე უწოდეს „მსოფლიოში ყველაზე ამბიციური კურორტი“.