საუდის არაბეთის მთავრობამ რიადში ყველაზე მაღალი შენობის აშენების გეგმის შესახებ განაცხადა. კუბის ფორმის ცათამბჯენის Muqaab-ის სიმაღლე და სიგანე 400 მეტრი იქნება.
პროექტის ავტორები განმარტავენ, რომ როდესაც ცათამბჯენის მშენებლობა დასრულდება, ის „ქალაქის ახალი სახე“ და „მსოფლიოში უმსხვილესი ნაგებობა“ გახდება.
კომპლექსი 19 კვ/კმ-ზე ქალაქის ცენტრის ჩრდილო-დასავლეთით აიგება. ის საუდის არაბეთის დედაქალაქის ახალი ბიზნეს უბნის ნაწილი იქნება. შენობაში 2 მილიონ კვ/მ-ზე მაღაზიები, კულტურული და ტურისტული ატრაქციონები განთავსებადა.
ცათამბჯენის შიგნით სპირალური კოშკის აშენება იგეგმება. სამკუთხა ფორმებით გაფორმებული ფასადი კი Najdi-ს თანამედროვე არქიტექტურულ სტილს მიანიშნებს.
Muqaab-ის ცათამბჯენი არის მურაბბას რაიონის მასიური პროექტის ნაწილი, რომელიც დაანონსდა საუდის არაბეთის მეფისნაცვალ პრინც მუჰამედ ბინ სალმანის მიერ, რომელიც იმავდროულად ახლად დაფუძნებულ New Murabba Development Company-ს ხელმძღვანელობს.
საუდის არაბეთის მთავრობის განცხადებით, პროექტის დასრულება 2030 წლისთვის იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ კუბური ცათამბჯენი ერთ-ერთია იმ რამდენიმე მეგაპროექტიდან, რომელიც ამჟამად ვითარდება საუდის არაბეთში და ფინანსდება მისი სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის მიერ, როგორც Saudi Vision 2030 გეგმის ნაწილი.