საუდის არაბეთის 2022 წლის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტის შემოსავალი, 2012 წლის შემდეგ, უმაღლეს დონემდე გაიზარდა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
საუდის არაბეთის წლიურმა შემოსავალმა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტიდან 326 მლრდ დოლარი შეადგინა, რამაც ხელისუფლებას საშუალება მისცა, თითქმის 10 წლის განმავლობაში პირველად დაეფიქსირებინათ ბიუჯეტის პროფიციტი.
იმავდროულად, დეკემბერში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტიდან ქვეყნის შემოსავლები ზედიზედ მეექვსე თვეა შემცირდა და ყველაზე დაბალი 2022 წლის დასაწყისიდან იყო. ოფიციალური მონაცემებით, დეკემბერში ერ-რიადმა 85,5 მლრდ რიალი (22,8 მილიარდი დოლარი) გამოიმუშავა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტიდან. გასული წლის ბოლო თვეში ნავთობის ღირებულება ბარელზე დაახლოებით 80 დოლარი იყო.