საუდის არაბეთში 120 კილომეტრის სიგრძის ცათამბჯენი აშენდება

საუდის არაბეთში 120 კილომეტრის სიგრძის ცათამბჯენი აშენდება

access_time2022-07-26 22:30:00

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტექნოლოგიური სიახლეებით სახელგანთქმული საუდის არაბეთისგან მრავალმხრივი ექსცენტრიკული გადაწყვეტები აღარავის უკვირს, მაგრამ ის, რასაც სამეფო ტახტის მემკვიდრე, მოჰამედ ბინ სალმანი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში ქმნის, ყოველგვარ ჩარჩოს სცდება და მასშტაბითა და არქიტექტურული გამჭრიახობით მხოლოდ გიზის პირამიდებს თუ გაუტოლდება.


ის, რისი აშენება საუდის არაბეთის ჩრდილო-დასავლეთში იგეგმება, მსოფლიოს უდიდესი ნაგებობა იქნება. ცხადია, საუბარია 487 მეტრის სიმაღლის და 120 კილომეტრის სიგრძის შუშის ცათამბჯენზე, რომელიც სათავეს წითელი ზღვის სანაპიროზე იღებს და მთებსა და უდაბნოს კვეთს. ეს პროექტი, რომელსაც The Mirror Line-ი ჰქვია, პრინც მუჰამედ ბინ სალმანის მიერ ინიცირებულ მომავლის ქალაქს, Neom-ს უკავშირდება. მუჰამედ ბინ სალმანისთვის ნეომი სიმბოლოა, რომლითაც საუდის არაბეთის ტრანსფორმაცია იწყება – ნავთობმომპოვებელი გიგანტი მთავარ წიაღისეულზენელ-ნელა უარს ამბობს და მაღალგანვითარებულ ტექნოლოგიებზე გადადის.


აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთის ხელისუფლების ეს პროექტი გასაიდუმლოებულია – მასზე წვდომა ამერიკულმა გამოცემამ, The Wall Street Journal-მა მიიღო.


აღსანიშნავია, რომ 120 კილომეტრის სიგრძის ცათამბჯენი სრულად იმეორებს ქალაქ ნეომის ფუტურისტულ ხედვას. საინტერესოა, რომ შენობის სხვადასხვა ნაწილს შორის გადაადგილებისთვის, ადამიანები ცათამბჯენის ქვეშ გატარებული ჩქაროსნული მატარებლით ისარგებლებენ. მოსახლეობის გამოკვების საკითხის მოგვარება კი შენობის კონსტრუქციაში ინტეგრირებული ვერტიკალური ფერმების მეშვეობით იგეგმება. გადაწყვეტილია The Mirror Line-ში მცხოვრები ადამიანების გართობის საკითხიც – ამისთვის, საუდის არაბეთის ხელისუფლება 300 მეტრის სიმაღლეზე საფეხბურთო სტადიონის აშენებას, ხოლო შენობის ქვეშ – იახტების სადგომის მოწყობას გეგმავს.


თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამბიციური The Mirror Line-ი ქალაქ ნეომის პროექტში შემავალი მხოლოდ ერთ-ერთი ნაგებობაა. მთელი ეს ქალაქი, რომელიც საუდის არაბეთის სამეფო ტახტის მემკვიდრის, მოჰამედ ბინ სალმანის წარმოსახვის ნაყოფია, ამერიკის შტატ მასაჩუსეტსის ზომისაა. ამ პროექტით, საუდის არაბეთის ხელისუფლების ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ათასობით სამუშაო ადგილის შექმნა სურს.



თუმცა ყველაფერი ისე მარტივად არ არის, როგორც ეს საუდის არაბეთის ხელისუფლებას წარმოუდგენია – ამ ფუტურისტულ პროექტს არაერთი პოლიტიკური წინააღმდეგობის გადალახვა უწევს. საქმე ისაა, რომ ბოლო წლებში, არაბული სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებების არასათანადოდ დაცვისა და გამოჩენილი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამო, საუდის არაბეთის ხელისუფლებასა და დასავლურ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ აშშ-ის პრეზიდენტსა და საუდის არაბეთის პრინცს შორის გასულ კვირას გამართული შეხვედრის შემდეგ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები ნორმალიზაციისკენ აიღებს გეზს, რაც, თავისთავად, არაბულ ქვეყანაში ამერიკული ინვესტიციების შემოდინების შეუწყობს ხელს.


თუმცა პოლიტიკა ერთადერთი გარემოება არ არის, რომელიც უდაბნოში ფუტურისტული ქალაქის აშენებას უდგას წინ. 2021 წლის იანვარში მომზადებული ანგარიშიდან ირკვევა, The Mirror Line-ის აშენება რამდენიმე ეტაპად უნდა გაიმართოს, რასაც, საერთო ჯამში, 50 წლამდე დასჭირდება – ამგვარი გეგმა სრულად ეწინააღმდეგება სამეფო ტახტის მემკვიდრის გეგმას, რომლის თანახმად, ქალაქის მშენებლობა 2030 წლისთვის უნდა დასრულდეს.


ამასთანავე, როგორც ნეომის თანამშრომლების შიდა წერილიდან ირკვევა, ამგვარი პროპორციების ნაგებობა უდაბნოში არსებული მიწისქვეშა წყლების დინებას დაარღვევს და ენდემური ფრინველებისა და ცხოველების არსებობას ხელს შეუშლის.


თუმცა იმ შემთხვევაში, თუ საუდის არაბეთის ხელისუფლება The Mirror Line-ის აშენებას მართლაც მოახერხებს, ეს ნაგებობა კაცობრიობის ისტორიაში ისეთივე მნიშვნელობით შევა, როგორითაც გიზის პირამიდები ან ჩინეთის დიდი კედელი. ცნობისთვის გეტყვით, რომ მსოფლიოს ყველაზე გრძელი ცათამბჯენის სავარაუდო ღირებულება $1 ტრილიონს შეადგენს – შენობაში ხუთი მილიონი ადამიანის დაბინავება იგეგმება.


წყარო: forbes.ge



თეგები:
ცათამბჯენი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up