საუდის არაბეთში გამართულ სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაში საქართველო წელს პირველად მონაწილეობს

საუდის არაბეთში გამართულ სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაში საქართველო წელს პირველად მონაწილეობს

access_time2022-10-20 12:30:33

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოსა და საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს  ორგანიზებით,  წელს, პირველად, საქართველო ქალაქ ერ-რიადში გამართულ სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაში Saudi Agriculture International Trade Exhibition   ( https://saudi-agriculture.com) მონაწილეობს.


მასშტაბური გამოფენის გახსნას საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს ელჩი  ვახტანგ ჯაოშვილი და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


„საუდის არაბეთი არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა 36 მილიონიანი მოსახლეობით. ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, საუდის არაბეთი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტზე. დღეისათვის, ადგილობრივ სავაჭრო ქსელში, უკვე წარმოდგენილია ქართული  პროდუქცია, თუმცა ვფიქრობ, რომ მსგავს მასშტაბურ გამოფენაში ქართული  კომპანიების მონაწილეობა, არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით, ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას და ექსპორტის ზრდას არა მარტო საუდის არაბეთში, არამედ მთლიანად, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში“, - აღნიშნა ვახტანგ ჯაოშვილმა.


საქართველოს სტენდზე, საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ ჯაოშვილმა  საუდის არაბეთის სამეფოს გარემოს დაცვის, წყლისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, აბდულრაჰმან ალფადლის უმასპინძლა და ქართული პროდუქცია გააცნო.



გამოფენის  Saudi Agriculture International Trade Exhibition სტუმრებს, საშუალება აქვთ  საქართველოს სტენდზე გაეცნონ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი 10 ქართული კომპანიის - შპს „nuts.ge“, კოოპერატივი „რაჭის ნატურალური პროდუქტები“, შპს „ჯორჯიას ნეიჩერალს“, შპს „როიალ ბერი“, შპს „წყალი მარგებელი“, შპს „დომეინ სვანიძე“, შპს „ჰერბია“, შპს „ხონის პლანტაციები“, შპს „კულა“, შპს „აგროქიზიყი“ პროდუქციას. სტენდზე წარმოდგენილია ქართული კაკალი, თხილი, თაფლი, მოცვი, ჟოლო, ტყემალი, საწებელი,  წყალი, მინერალური წყალი, ხილის ნატურალური წვენი, სუნელი, ცხვრის ხორცი და ზეითუნის ზეთი.


კომპანიების წარმომადგენელთა განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის ორგანიზება და მხარდაჭერა, ქართველი მწარმოებლებისთვის მნიშვნელოვანი დახმარებაა და ხელს უწყობს როგორც საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას, ასევე ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციას.


Saudi Agriculture International Trade Exhibition  საუდის არაბეთის უმსხვილესი გამოფენაა, რომელიც საუდის არაბეთის სამეფოს გარემოს დაცვის, წყლისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით ხორციელდება. მიმდინარე წელს, გამოფენაში  40-მდე ქვეყანა და  400-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია  მონაწილეობს. ყოველწლიურად, გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა 25 000-ს აღწევს. გამოფენის მონაწილეებსა და დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ სოფლის მეურნეობასა და კვების მრეწველობაში არსებულ სიახლეებს  -  წამყვანი კომპანიების  მიერ დანერგილ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და წარმოებულ ტექნიკას. გამოფენა წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას მეწარმეებისთვის, დაამყარონ საქმიანი კონტაქტები, გააფართოონ ბიზნესი და ხელი შეუწყონ აგროსასურსათო სექტორის   განვითარებას.


Saudi Agriculture International Trade Exhibition მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს გაიხსნა და 20 ოქტომბერს დასრულდება.

 

 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up