სავაჭრო ცენტრი „ტექნო მოლი“ უკვე ერთი წელია პროგრამა „ბალანსით“ აღირიცხება

სავაჭრო ცენტრი „ტექნო მოლი“ უკვე ერთი წელია პროგრამა „ბალანსით“ აღირიცხება

access_time2022-04-08 16:25:11

ვაჭრობის აღრიცხვაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია მარაგების ზედმიწევნით კონტროლი. ეს ეხება არა მხოლოდ საწყობების კონტროლს, არამედ მაღაზიებში, შოურუმებსა და ონლაინ მაღაზიებში არსებული პროდუქციის შესახებ ინფორმაციას. თუ კომპანია როგორც ფიზიკურ, ისე ონლაინ სივრცეშია წარმოდგენილი, მაშინ ესაჭიროება პროგარმული უზრუნველყოფა, რომელშიც მარაგების რაოდენობის განახლება მოხდება ლაივ რეჟიმში - სინქრონულად ყველა მიმართულებით - ფიზიკური ვაჭრობის, ონლაინ გაყიდვებისა  თუ საწყობში ვადაგასული პროდუქტის ჩამოწერის შემთხვევაში.


ასეთი ტიპის აღრიცხვიანობისთვის სტანდარტული ბუღალტრული პროგრამა საკმარისი არ არის, საჭიროა ERP ტიპის სისტემა, რომელიც ერთ სივრცეში მოაქცევს გაყიდვებსაც და საწყობსაც. სწორედ ამ ტიპის სისტემაა პროგრამა „ბალანსი“, რომელიც აერთიანებს ფინანსებსა და საოპერაციო აღრიცხვას.


ბალანსი უკვე ერთი წელია რაც „ტექნო მოლის“ ვაჭრობის პროგრამაა.  „ტექნო მოლი“ არის სოფლის მეურნეობის ტექნიკის, მანქანა-დანადგარებისა და ხელსაწყოების იმპორტიორი. კომპანიის პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ბათუმში - სავაჭრო ცენტრში. ამასთან, კომპანიას აქვს ონლაინ გაყიდვების პლატფორმაც.


 

ტექნო მოლის დირექტორი - აკაკი დუმბაძე უკვე ერთ წელია, რაც პროგრამა ბალანსით აკონტროლებს კომპანიაში მიმდინარე პროცესებს:

 

აკაკი დუმბაძე  ტექნო მოლის დირექტორი

ბალანსით აღვრიცხავთ მთელს კომპანიას - სავაჭრო ცენტრს, საწყობებს, ჩვენს ონლაინ პლატფორმას. პროგრამაში საოპერაციო ნაწილსა და ფინანსებს შორის ინფორმაციის გაცვლა ხდება ავტომატურად, ასე რომ ბალანსით ვაკონტროლებ ბუღალტერიასაც და მარაგებსაც“

 




სავაჭრო ცენტრში როგორ იყენებთ ბალანსს?


ბალანსს აქვს მოლარის ინტერფეისი  - ე.წ. „თაჩიანი“ პოსი. მოლარე რომ სავაჭრო ცენტრში გაყიდვის ოპერაციას გაატარებს, ეს ოპერაცია ავტომატურად ისახება გაყიდვების მოდულშიც და ასევე ავტომატურად ხდება გაყიდული ტექნიკის ჩამოწერა მარაგიდან.


ამასთან, ბალანსს ვიყენებთ როგორც ონლაინ მაღაზიის პროგრამას. API-ის საშუალებით დავაინტეგრირეთ ჩვენს გაყიდვების პლატფორმასთან, შესაბამისად ხდება ინფორმაციის გაცვლა საიტსა და პროგრამას შორის. მაგალითად, თუ საწყობში რომელიმე კონკრეტული მოდელი ამოიწურა, ეს ავტომატურად აისახება საიტზე - ანუ მომხმარებელი ვერ შეიძენს ონლაინ ისეთ პროდუქტს, რომელიც რეალურად საწყობში აღარაა. და პირიქით, რაც საიტიდან იყიდება, ის ავტომატურად ჩამოიწერება საწყობიდან. მოკლედ, ერთი დიდი სისტემა გვაქვს, სადაც სრულად იყრის თავს კომპანიაში მიმდინარე ფინანსური თუ სხვა ოპერაციები“.


ბალანსში გამარტივებულია დეკლარირება: პროგრამაში შექმნილია სპეციალური ფორმები, რომელშიც „ლაგდება“ ინფორმაცია ბუღალტრის მიერ ყოველდღიური აღრიცხვიანობის შედეგად. ყოველი თვის 15 რიცხვისთვის ბუღალტერს გამზადებული აქვს დეკლარირებისათვის საჭირო ყველანაირი მონაცემი, რომლესაც ბალანსიდან ექსელის დოკუმენტში აექსპორტებს და ამავე ექსლით ტვირთვას RS.ge-ზე.


 

 

პროგრამაში ავტომატიზებულია შესყიდვებიც, მათ შორის იმპორტის აღრიცხვაც. ამ ფუნციონალს ხშირად იყენებენ ტექნო მოლის თანამშრომლები.

 

აკაკი დუმბაძე

ტექნიკის მნიშვნელოვანი წილი იმპორტით შემოგვაქვს ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან. ბალანსით კი მარტივად აღვრიცხვათ ამ პროცესს. მაგალითად ზუსტად ვითვლით თვითღირებულებას - იმპორტის ფუნციონალი ისეა აწყობილი, რომ ერთ დოკუმენტში იყრის თავს პროდუქტის ფასი, ტრანსპორირების თუ სხვა დმატებითი ხარჯები რაც იმპორტის პროცესშია ჩართული, პროგრამა ამ თანხას აჯამებს და ავტომატურად ანაწილებს თვითღირებულებაში. შემდეგ უკვე მოგების მარჟის დადგენა ბევრად ეფექტურად არის შესაძლებელი - როცა იცი რეალურად რა გიჯდება თითოეული ტექნიკა, თუ ხელსაწყო.“

  

 


რატომ მოგწონთ ბალანსი?


ამ პროგრამის დახმრებით ერთ სისტემაში მოვაქციეთ სავაჭრო მოლი, ონლაინ მაღაზია, საწყობები და სრულიად ფინანსური აღრიცხვა. როცა მჭირდება, რეპორტს ვხსნი და ვხედავ როგორ მიდის გაყიდვები სავაჭრო მოლში იმ დღეს, იმ კვირაში და ა.შ. გადავდივარ ბუღალტერიაში და ვამოწმებ მოგებას, ვხსნი საწყობის რეპორტს და ვხედავ რა არის შესაკვეთი, ვამოწმებ ონლაინ მაღაზიის რეპორტს და ვხედავ რა იყიდება ყველაზე მეტად  საიტიდან და ა.შ. მოკლედ, ბალანსი სანდო ინსტრუმენტია იმისთვის, რომ ვაკონტროლო ბიზნესი და მუდმივად ვიყო პროცესების საქმის კურსში.“

ვაჭრობასთან ერთად ბალანსი ოპტიმალური გადაწყვეტაა საწარმებისთვის, სამშენებლო კომპანიებისთვის, სასაწყობე მეურნეობებისთვის. პროგრამის უფასო დემო ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.balance.ge. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ბალანსის გუნდს - +995 596 105 890.

 

(R)



თეგები:
ტექნო მოლი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up