სავაჭრო ცენტრის ბრუნვა გაზრდილია, თუმცა ეს ძირითადად ინფლაციით არის განპირობებული - „ისთ ფოინთი“

სავაჭრო ცენტრის ბრუნვა გაზრდილია, თუმცა ეს ძირითადად ინფლაციით არის განპირობებული - „ისთ ფოინთი“

access_time2023-04-03 10:00:53

2023 წლის პირველი კვარტლში, ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით გაუმჯობესდა და 46.8 ქულა შეადგინა, რაც კომპანიების მიერ ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის დადებითად შეფასებით და ოპტიმისტური მოლოდინებით არის განპირობებული. ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობა ყველაზე დადებითად ვაჭრობის სექტორმა შეაფასა. 


„კვადრუმ ჯორჯიას” მარკეტინგის ხელმძღვანელი თეიკო ლომინაძემ „კომერსანტთან“ აღნიშნა, რომ „ისთ ფოინთის“ ბრუნვების ზრდის დინამიკა ძირითადად ინფლაციით არის განპირობებული, თუმცა ომმა საქართველოს ვაჭრობის სექტორზე მოკლევადიანი პოზიტიური გავლენა მოახდინა.


„წინა წლის და მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ვხედავთ რომ ტენდენცია საკმაოდ მზარდია, მომხმარებლების კუთხით. ვხვდებით, რომ ეს რეგიონში შექმნილმა ვითარებამ განაპირობა და მომხმარებლების ასეთი ზრდის ტემპი მოკლევადიანი ეფექტია, თუმცა მთლიანობაში ტრენდი საკმაოდ პოზიტიურია. 



2023 წლის პირველი კვარტალიც ძალიან კარგად დაიწყო, საცალო ვაჭრობაში ვხედავთ  პოზიტიურ დინამიკას. პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, როცა საკმაოდ კარგ ნიშნულზე ვიყავით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სექტორმა აღდგენა დაასრულა. 


სავაჭრო ცენტრის ბრუნვა გაზრდილია, თუმცა ეს ძირითადად ინფლაციით არის განპირობებული, აქედან გამომდინარე, ეს არ არის მეტი მომხმარებლით განპირობებული ან იმ ფაქტით, რომ მომხმარებლებს გაუუმჯობესდა ფინანსური მდგომარეობა, ის იყო გაზრდილი ფასებთან მიმართებით,“ - აღნიშნა თეიკო ლომინაძემ.



თეგები:
ისთ ფოინთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up