სავაჭრო ქსელები ვალდებულები არიან, ღვინის მწარმოებლებს შესაბამისობის სერტიფიკატი მოსთხოვონ - ლევან მეხუზლა

სავაჭრო ქსელები ვალდებულები არიან, ღვინის მწარმოებლებს შესაბამისობის სერტიფიკატი მოსთხოვონ - ლევან მეხუზლა

access_time2023-02-13 12:30:26

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი ალკოჰოლიანი სასმელების სარეალიზაციო ქსელების წარმომადგენლებს შეხვდნენ და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი, საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების სავალდებულო სერტიფიცირების  საკითხები განიხილეს. როგორც ლევან მეხუზლამ განაცხადა,  სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები ვალდებულები არიან მწარმოებლებს შესაბამისობის სერტიფიკატი მოსთხოვონ და ისე მოახდინონ რეალიზაცია. პროდუქციის შესაბამისობის სერტიფიკატს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული ოქმის საფუძველზე გასცემს.


 

„მეღვინეობის დარგის განვითარების პარალელურად, დღის წესრიგში დადგა საჭიროება, რომ უფრო მეტად იყოს დაცული  ადგილობრივი ბაზარი; ყველა მწარმოებელი იყოს თანაბარი კონკურენციის პირობებში; მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით კი, გაძლიერდეს მიკვლევადობის ინსტრუმენტები. სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები ვალდებულები არიან მწარმოებლებს მოსთხოვონ შესაბამისობის სერტიფიკატი და ისე მოახდინონ რეალიზაცია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე წლის 1 იანვრიდან დღემდე, ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ 100-მდე კომპანიის მიერ წარმოებულ 800 ათასამდე ბოთლზე აქვს გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატი ადგილობრივი ბაზრისთვის, რაც ღვინის მწარმოებლების აქტიურობაზე მიუთითებს,“ - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

 



„ბოლო წლებში, ქართული ღვინის იმიჯი ქვეყნის გარეთ მნიშვნელოვნად ამაღლდა.  სააგენტოს პრიორიტეტია და უმნიშვნელოვანესია, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებიც მაქსიმალურად იყოს დაცული. ამავდროულად,  სურსათის ეროვნული სააგენტო მიესალმება  და მზად არის აქტიურად  ითანამშრომლოს  ბიზნესსექტორთან,“ - აღნიშნა ზურაბ ჩეკურაშვილმა.



ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის გაძლიერების მიზნით, საკანონმდებლო ცვლილება ძალაში 2023 წლის 1 იანვრიდან შევიდა. შესაბამისი ცვლილებები „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში 2021 წელს განხორციელდა.  ამ დრომდე, სავალდებულო სერტიფიცირება საექსპორტო პროდუქციას სრულად, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე მხოლოდ ადგილწარმოშობის ღვინოებსა და ჭაჭას ეხებოდა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up