„სავალდებულო დაზღვევა აუცილებელია, რათა მთავრობამ დაზღვევის მეშვეობით რისკების მართვა შეძლოს“

„სავალდებულო დაზღვევა აუცილებელია, რათა მთავრობამ დაზღვევის მეშვეობით რისკების მართვა შეძლოს“

access_time2020-04-22 14:00:25

2019 წლის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 625 მილიონი ლარი შეადგინა. ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 157 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება თითქმის განახევრდა და 25 მილიონ ლარს გაუტოლდა.


სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა 799 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 235 მილიონ ლარს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს კომპანიების წმინდა მოგება 42.19 მილიონ ლარს, აქტივები - 743.22 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 221.64 მილიონ ლარს შეადგენდა.


„სადაზღვევო ასოციაციის“ ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ სექტორის ზრდისთვის აუცილებელია საქართველოს იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ დაზღვევის პროდუქტების მოხმარება გაიზარდოს, ეს კულტურა კი ძირითადად სავალდებულო დაზღვევის მეშვეობით ინერგება, არა იმიტომ რომ ესაა მიზანი, არამედ ამ დროს მთავრობა დაზღვევის მეშვეობით რისკებს მართავს.


„2019 წელს სადაზღვევო სექტორის წმინდა მოგება თითქმის განახევრდა, ეს გამოიწვია იმან, რომ ბაზარზე კონკურენცია იზრდება და ის რაც წინა წელს მომგებიანობის ძირითადი განმსაზღვრელი იყო, მაგალითად, უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული მანქანების დაზღვევის სისტემა, უკვე რეალობაში ჩაჯდა. გარდა ამისა, ზარალიანობამ იმატა, მათ შორის, ისეთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებით, როგორიცაა ჯანმრთელობის დაზღვევა, რასაც ბაზრის ნახევარი უჭირავს, ასევე მაღალი იყო აგროდაზღვევის ზარალი. თუმცა, ყველაზე მთავარი პრობლემა ის არის, რომ ბაზარი არ იზრდება ანუ სადაზღვევო მოცვა არ იმატებს, არ შემოდის სავალდებულო დაზღვევები, რომელიც ბევრჯერ ითქვა, თუნდაც, ავტომფლობელებთან მიმართებაში, ასევე არ ვითარდება ეკონომიკაც ისე, რომ ბუნებრივი ზრდა ამის ხარჯზე ხდებოდეს. მცირე ოდენობის ბუნებრივი ნამატი არის, მაგარამ მთავარია, რომ საქართველოს იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ დაზღვევის პროდუქტების მოხმარება გაიზარდოს, ვიცით ეს როგორ უნდა მოხდეს და რაზე არის დამოკიდებული, ეს კულტურა ძირითადად სავალდებულო დაზღვევის მეშვეობით ინერგება, არა იმიტომ რომ ესაა მიზანი, არამედ ამ დროს მთავრობა დაზღვევის მეშვეობით რისკებს მართავს. ჩვენთან ასე არ ხდება, ამიტომ გვქონდა ასეთი 2019 წელი“,- აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.



„სადაზღვევო ასოციაციის“ ხელმძღვანელი იმ უარყოფით შედეგებზეც საუბრობს, რის წინაშეც არსებული პანდემიის პირობებში შესაძლოა სადაზრვევო სექტორი აღმოჩნდეს. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წელს დიდი გეგმები ჰქონდათ, კორონავირუსმა სიტუაცია რადიკალურად შეცვალა.


„რაც შეეხება წლევანდელ წელს, დიდი მოლოდინები და გეგმები გვქონდა, მაგრამ კორონავირუსის ფონზე გაზრდის ნაცვლად, კიდევ უფრო დიდ შემცირებას ველოდებით, განსაკუთრებით შემდეგ თვეებში. საცალო ბაზარო, რომელიც ძალიან ძლიერი არ იყო, მაგრამ ასე თუ ისე ვითარდებოდა უკან იხევს და ეკონომიკის შემცირებასაც ველოდებით, რაც რა თქმა უნდა ჩვენზეც დიდ გავლენას მოახდენს. დაზღვევის კულტურის ნაკლებად მქონე საზოგადოებაში როგორც ჩვენია, ეს მოლოდინები უფრო მეტად უარყოფითია“, - განმარტა დევი ხეჩინაშვილმა.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოსახლეობის 16% სარგებლობს კერძო სამედიცინო დაზღვევით, ასევე საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 7%-ია დაზღვეული. 2019 წელს 602,833 სამედიცინო დაზღვევის პოლისები იყო მოქმედი. ავტოდაზღვევის კუთხით კი, 95,758 პოლისი იყო გაყიდული.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up