სავალდებულო გამწვანება - რა პოზიცია აქვს სამშენებლო სექტორს და რაში ხედავენ ხარვეზებს დეველოპერები

სავალდებულო გამწვანება - რა პოზიცია აქვს სამშენებლო სექტორს და რაში ხედავენ ხარვეზებს დეველოპერები

access_time2023-04-10 21:30:52

პარლამენტის გადაწყვეტილებით, მშენებლობის პროცესში გამწვანების კომპონენტის სავალდებულო წესით ინტეგრირება მთელი ქვეყნის მასშტაბით 2024 წლის პირველი იანვრიდან სავალდებულო ხდება. აღნიშნული რეგულაცია თბილისში 2019 წლიდან მოქმედებს.


რა პოზიცია აქვს ამ რეგულაციასთან დაკავშირებით სამშენებლო სექტორს - თემასთან დაკავშირებით „კომერსანტის“ ეთერში სამშენებლო კომპანია „არსის“აღმასრულებელმა დირექტორმა ბესო ორთოიძემ ისაუბრა.


„სტანდარტების არსებობა მნიშვნელოვანია ნებისმიერი სფეროს განვითარებისთვის, განსაკუთრებით უძრავი ქონების დეველოპმენტის სფეროსთვის. ბოლო წლებში ბევრი რეგულაცია მივიღეთ, რაც გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენი სტანდარტი უნდა დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტს. აქ საუბარია იმაზე, რომ იყოს ერთიანი ხედვა იგივე რეკრეაციასთან დაკავშირებით.  ანუ ავალდებულებს სახელმწიფო კომპანიას, თუ რა ხე-მცენარეები უნდა იყოს დარგული გამოყოფილ ფართობში. საქართველოს მასშტაბით ეს რეგულაცია ვერ იქნება ერთნაირი, სხვადასხვა კლიმატურ პირობების რეგიონში სხვადასხვა მცენარეების შერჩევა მოხდება, მაგრამ პრინციპები იქნება ერთიანი ყველა რეგიონისთვის,“ - განაცხადა ბესო ორთოიძემ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის რომ რეგულაციის შემოღებიდან გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, გაანალიზებული იქნეს ამ რეგულაციების ხარვეზები და მოხდეს შესაბამისი შესწორებები.



ბესო ორთოიძის თქმით, არსებობს კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდება რეგულაციის აღსრულება.


„კითხვის ნიშნები აღსრულების ნაწილში მაქვს, ჩვენი კომპანია არ აშენებს 1-2 კორპუსისგან შემდგარ კომპლექსს, რამდენიმე ათეული კორპუსია, შესაბამისად აქ დგას საკითხი, როდის უნდა მოხდეს კონკრეტული სკვერის მოწყობა. რა თქმა უნდა პირველივე სახლის დასრულების შემდეგ ვერ მოხდება, იმიტომ რომ მშენებლობის დროს ეს გამწვანებული სივრცე დაზიანდება და უნდა მოხდეს ბოლოს მოთხოვნა. თუმცა არაკეთილსინდისიერი კომპანიის შემთხვევაში, თუ ყველა კორპუსი დაასრულა და მიიღო ექსპლუატაციაში, შეიძლება აღარ მოხდეს სკვერის მოწყობა. აქ არის მოსაფიქრებელი გამოსავალი, რომ ერთის მხრივ ბიზნესი არ შეფერხდეს და არ მოგვიწიოს ტყუილად გაკეთება, რომელიც მერე დაზიანდება, მეორეს მხრივ სახელმწიფო არ აღმოჩნდეს ისეთ მდგომარეობაში, რომ კომპანიებმა გამწვანების კუთხით  ვალდებულება არ შეასრულონ.


ყოველ 25 კვ.მ-ზე მოითხოვება ერთი ხე-მცენარის დარგვა და აქ ვაწყდებით პრობლემას. სკვერში მნიშვნელოვანია იყოს თავისუფალი სივრცე, მოედანი ბავშვებისთვის, ამიტომ გვიწევს ხე-მცენარეების ერთ ნაწილში თავმოყრა. რომელიც ფუნქციურად და მოსავლელად რთულია. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ რეგულაციებს მივუბრუნდეთ და ვნახოთ პრაქტიკაში რა პრობლემებს წავაწყდებით და კორექტივები შევიტანოთ.  თბილისის შემთხვევაში ეს მარტივად ხდება და კომუნიკაცია არის ადმინისტრაციასა და დეველოპერულ კომპანიებს შორის, მაგრამ არ ვიცი რეგიონების დონეზე როგორ მოხდება,“- აღნიშნა ორთოიძემ.


რაც შეეხება იმას, იმოქმედებს თუ არა რეგულაცია უძრავი ქონების თვითღირებულებაზე ბესო ორთოიძე ამბობს, რომ მათ შემთხვევაში -არა, რადგან კომპანია „არსი“ რეგულაციებამდეც, ზრუნავდა მათ საცხოვრებელ კომპლექსებში შესაბამისი მწვანე სივრცეების არსებობაზე. თუმცა, როგორც „არსის“აღმასრულებელმა დირექტორი ამბობს, მნიშვნელოვანია, რომ სტანდარტი ერთიანი იყოს ყველა კომპანიისთვის.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up