ბანკების სავალუტო იპოთეკის პორტფელში გაპრობლემებური კრედიტები 3,3%-ის ფარგლებში რჩება.
აშშ დოლარში უმოქმედო სესხების წილი 4%-ის ფარგლებშია, ევროში - 3%. გასულ წელთან შედარებით ბანკების სავალუტო პორტფელი გაჯანსაღებულია. 2021-ის ივნისის მდგომარეობით აშშ დოლარში სესხების 15% იყო გაპრობლემებული, ევროში კი 10%.
სებ-ის ინფორმაციით, 06/2022 -ისთვის, 270 მლნ ლარის ვადაგადაცილებულ იპოთეკებში, აშშ დოლარის პორტფელზე 107 მლნ ლარის ექვივალენტი მოდის, ევროზე, 58 მლნ ლარის.
პრობლემური იპოთეკის წილი Q/Q ჭრილში
ევროს ბოლოდროინდელი გამყარება სასესხო განაკვეთებზე ჯერ არ ასახულა. ევროში დენომინირებული იპოთეკა 6.7%-დან გაიცემა (ეფექტური 7%); აშშ დოლარში 8.5%-დან (ეფექტური 9%), ბანკები მსესხებელს ცვალებადგანაკვეთიანთან ერთად, შერეულსაც სთავაზობენ. 1-3 წლამდე ფიქსირებული განაკვეთით (დარჩენილი ვადაში ცვლადია).
სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკით, 06/2022 -ის მდგომაროებით, 21.2 მლრდ ლარის სავლუტო სესხებია გაცემული, მ.შ. 5 მლრდ ლარის ექვივალენტი იპოთეკებია.
ბანკების მთლიან სავალუტო პორტფელში 12.5 მლრდ ლარის სესხები აშშ დოლარშია და 8.7 მლრდ-ის ევროში.
Business-partner.ge