არასაპროცენტო შემოსავლებში სავალუტო ოპერაციებიდან მიღებული სარგებლის წილით ტერა ბანკი და პაშა ბანკი ლიდერობენ

არასაპროცენტო შემოსავლებში სავალუტო ოპერაციებიდან მიღებული სარგებლის წილით ტერა ბანკი და პაშა ბანკი ლიდერობენ

access_time2021-12-13 14:00:15

ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ 2021 წლის პირველ სამ კვარტალში თითქმის 15 პუნქტით გამყარდა, თუმცა წლის განმავლობაში ის მნიშვნელოვანი რყევებით გამოირჩეოდა. თუ 1-ლი იანვრისთვის დადგენილი კურსით ერთი ამერიკული დოლარი 3.2766 ლარი ღირდა, მესამე კვარტლის ბოლოს, ანუ 30 სექტემბრის ოფიციალურმა კურსმა 3.1228 ლარი შეადგინა. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეროვნული ვალუტის მერყეობით მხოლოდ საბანკო სისტემა რჩება მოგებული.



ანგარიშგებების მიხედვით, კომერციული ბანკების არასაპროცენტო შემოსავლების დიდი წილი სწორედ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულ მოგებას უჭირავს. კომერციული ბანკების ანგარიშგებების მიხედვით, თორმეტმა ბანკმა 2021 წლის მესამე კვარტალში ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან თითქმის 189 მლნ ლარის მოგება მიიღო, ხოლო ორი ბანკის ზარალმა 3 მლნ ლარს გადააჭარბა. ვალუტის ყიდვა-გაყიდვის წილი მთლიან არასაპროცენტო შემოსავლებში ყველაზე მაღალი ტერა ბანკს და პაშა ბანკს აქვთ.




2021 წლის 30 სექტემბრის მონაცემებით, კომერციული ბანკების რეიტინგი ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებული მოგების მიხედვით ასეთია:


  1. საქართველოს ბანკი - 86,064,850 ლარი (მთლიანი არასაპროცენტო შემოსავლები 329,675,112 ლარი);


  2. თიბისი ბანკი - 55,466,666 ლარი (მთლიანი არასაპროცენტო შემოსავლები 465,312,357 ლარი);


  3. ვითიბი ბანკი ჯორჯია - 14,070,039 ლარი (მთლიანი არასაპროცენტო შემოსავლები 25,119,439 ლარი);


  4. პროკრედიტ ბანკი - 9,740,502 ლარი (მთლიანი არასაპროცენტო შემოსავლები 12,811,881 ლარი);


  5. პაშა ბანკი საქართველო - 6,708,230 ლარი (მთლიანი არასაპროცენტო შემოსავლები 3,639,960 ლარი);


  6. ტერაბანკი - 5,914,152 ლარი (მთლიანი არასაპროცენტო შემოსავლები 3,617,683 ლარი);


  7. სილქ როუდ ბანკი - 3,583,894 ლარი (მთლიანი არასაპროცენტო შემოსავლები 814,236 ლარი);


  8. ბანკი ქართუ - 2,517,991 ლარი (მთლიანი არასაპროცენტო შემოსავლები 8,144,538 ლარი);


  9. იშბანკი საქართველო - 2,175,784 ლარი (მთლიანი არასაპროცენტო შემოსავლები 2,791,620 ლარი);


  10. ზირაათ ბანკი საქართველო - 973,870 ლარი (მთლიანი არასაპროცენტო შემოსავლები 630,545 ლარი);


  11. ხალიკ ბანკი საქართველო - ზარალი 971,394 ლარი (მთლიანი არასაპროცენტო შემოსავლები 2,495,125 ლარი);


  12. ბაზისბანკი - 805,424 ლარი (მთლიანი არასაპროცენტო შემოსავლები 3,990,129 ლარი);


  13. ლიბერთი ბანკი - ზარალი 1,228,765 ლარი (მთლიანი არასაპროცენტო შემოსავლები 19,983,746 ლარი);


  14. კრედო ბანკი - ზარალი 1,972,254 ლარი (მთლიანი არასაპროცენტო შემოსავლები 46,311,701 ლარი).





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up