სავალუტო სესხებზე შესაძლოა პროცენტი გაიზარდოს - ალექსანდრე ძნელაძე

სავალუტო სესხებზე შესაძლოა პროცენტი გაიზარდოს - ალექსანდრე ძნელაძე

access_time2023-03-10 15:30:29

სავალუტო სესხებზე ანუ დოლარში და ევროში შესაძლოა პროცენტი გაიზარდოს, რაც შეეხება ლარს, ვიმედოვნებთ რომ რეფინანსირების განაკვეთი წელს დაიკლებს და ეს დადებითად აისახება ეროვნული ვალუტის სესხების განაკვეთებზე“, — ამის შესახებ საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ „კომერსანტთან“ განაცხადა.


მისი თქმით, მიმდინარე წელს საპროცენტო განაკვეთების კუთხით რადიკალური ცვლილებები არ არის მოსალოდნელი, შესაძლებელია თანმიმდევრული ცვლილებები მოხდეს, რაც 1-1.5%-ზე მეტი არ იქნება.


„არამარტო საქართველოში, მსოფლიოშიც, ჩვენ არ უნდა ველოდოთ 2018-2019 წლის დროინდელ საპროცენტო განაკვეთებს. ინფლაციის მაჩვენებელი თებერვლის თვეში შემცირდა და ეროვნული ბანკის პროგნოზია, რომ 6%-მდე დაიწევს, ვიმედოვნებთ ეს ფაქტორი სებ-ს მისცემს საშუალებას, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შეამციროს, რაც პირდაპირპროპორციულად ლარში საპროცენტო განაკვეთებზე დადებითად აისახება და შეამცირებს მას, მაგრამ ამასაც მხოლოდ ზაფხულის შემდეგ თუ უნდა ველოდოთ იმ პროგნოზებიდან გამომდინარე რასაც სებ-ი საუბრობდა.



რაც შეეხება უცხოურ ვალუტას, აქ საპროცენტო განაკვეთები შენარჩუნდება, შეიძლება მცირედი ზრდაც ვიხილოთ, რადგან ამერიკის ფედერალურმა რეზერვმა საკმაოდ მაღლა აწია განაკვეთი და მოლოდინი, რომ ეს არის მაქსიმალური განაკვეთი არ გვაქვს, მიუხედავად იმისა რომ ძალიან გაზრდილია. ევროშიც შესაძლოა ვიხილოთ მონეტარული განაკვეთის ზრდა და ესეც აისახება განაკვეთებზე.


გარდა ამისა, საქართველოში ლიკვიდობის მაღალი მაჩვენებელია, განსაკუთრებით უცხოურ ვალუტაში, პირველი შემთხვევაა როცა სადეპოზიტო პორტფელმა საკრედიტო პორტფელს მოცულობაში გაასწრო, რაც ერთგვარად იმის წინაპირობაა, რომ უახლოეს მომავალში ასე ვთქვათ აქტიური მოზიდვის აუცილებლობა არ ექნება საქართველოს საბანკო სისტემას და ამან შეიძლება მკვეთრი ნახტომები საპროცენტო განაკვეთებზე არ იქონიოს. თუ განაკვეთების ზრდა მოხდება, ეს თანმიმდევრული იქნება“,  ამბობს ალექსანდრე ძნელაძე.


მიმდინარე წლის იანვარში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), წინა თვესთან შედარებით 317.70 მლნ ლარით (0.71%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.08%-ით შემცირდა) და 44.47 მლრდ ლარი შეადგინა. ეროვნული ვალუტით სესხებზე საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი 0.8 პპ-ით 17%-მდე გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი 1.2 პპ-ით შემცირდა და 7.4% დონეზეა.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up