სავარაუდო კორუფციული სქემა, რომელშიც ისევ კომპანია გეფა ფიგურირებს - კომპანიამ, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ამირან გამყრელიძეს შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძეა, ამჯერად უკონკურენტოდ პრეპარატ ენოქსაპარინის შესყიდვის 5-მილიონიანი ტენდერი მოიგო.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ გეფა სამედიცინო ბაზარზე მონოპოლიით მხოლოდ იმიტომ სარგებლობს, რომ ქართული ოცნების შემომწირველია.
გეფამ მოიგო 5 მილიონ 700 000 ლარის ტენდერი და ამ წუთებში უფორმებენ ხელშეკრულებას სწორედ იმიტომ, რომ ამ კომპანისთან დაკავშირებულია გამყრელიძის შვილი. ამავე დროს ის კომპანიები, რომლებიც კეთილსინდისიერად მოქმედებენ, მაგრამ არ ჰყავთ კრიშა, არ არიან განწყობილი ლოიალურად და არ მიაქვთ ე.წ. ატკატები, შავი ფული ქართულ ოცნებაში, რჩებიან თამაშგარე კომპანიაში, - თქვა ენმ-ის წევრმა, გიორგი კაპანაძემ.
ანტიკორუფციული მოძრაობის წევრი, ლაშა ფარულავა კი ამბობს, რომ ეს შეიძლება გარკვეული ინდულგენციაა იმის სანაცვლოდ, რომ NCDC-ის ხელმძღვანელი იყოს ინდეფერენტული და არ აკეთებდეს კვალიფიციურ განცხადებებს პანდემიასთან დაკავშირებულ კრიზისზე.
ეს არის მდუმარებაში გადახდილი 5 მილიონი, - თქვა მან.
წყარო: მთავარი Tv