სადაზღვევო სექტორი პაკეტებზე ტარიფების მატებას წელსაც ელის

სადაზღვევო სექტორი პაკეტებზე ტარიფების მატებას წელსაც ელის

access_time2022-07-04 12:00:59

სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლები სადაზღვევო პაკეტებზე ფასების 10-15%-იან ზრდაზე საუბრობენ. მათი მოლოდინით ინდუსტრიაზე ზეგავლენას ინფლაცია და გაზრდილი ხარჯი ახლაც ახდენს და ტარიფების მატება გაგრძელდება.


სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელის დევი ხეჩინაშვილის თქმით, მოთხოვნა ამ სეგმენტში მეტნაკლებად შენარჩუნებულია, თუმცა მაღალი ინფლაციის გავლენა აისახა ტარიფებზე და დაზღვევა დაახლოებით 10%-ით გაძვირდა.


,,სადაზღვევო ინდუსტრიისთვის, როგორც ზოგადად ყველა ბიზნესისთვის, საკმაოდ რთული პერიოდია. თუმცა კლება არ გვაქვს, ეკონომიკური მდგომარეობა იმ ნაწილში, რომელიც ეზღვევა, შედარებით სტაბილურია. მიუხედავად იმისა, რომ სერვისები გაძვირდა, მიმაჩნია, რომ ეს არ არის ფასების მნიშვნელოვანი ზრდა იმასთან შედარებით, როგორი ცვლილებაც სამამხმარებლო კალათის მაჩვენებლებში აისახა. შეიძლება ითქვას, რომ სექტორში ჯერჯერობით სტაბილურობაა იმის მიუხედავად, რომ მოლოდინები მაინცდამაინც სახარბიელო არ არის. ინფლაციური ზეწოლა დიდია, ასევე სამედიცინო თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი გაძვირებაა, ამიტომ ბოლო ერთ წელიწადში 10%-ით გაძვირებული დაზღვევის პაკეტები, სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება“, - ამბობს დევი ხეჩინაშვილი.


სადაზღვევო პაკეტებზე, განსაკუთრებით კი ავტონაწილების გაძვირების ფონზე ავტოდაზღვევის მიმართულებით ფასების ზრდის შესაძლებლობას არ გამორიცხავენ სადაზღვევო კომპანიები. მათი უმეტესობა „კომერსანტთან“ ამბობს, რომ გასულ წელს 10-15%-ით გაზარდეს ფასები, თუმცა ეს არასაკმარისია ფასების სტაბილიზაციისთვის და მიმდინარე წელს გაძვირება კიდევ არის მოსალოდნელი.



„არდის” გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე ადასტურებს, რომ წელს სავარაუდოდ ჯანმრთელობის დაზღვევისთვის საშუალო ფასების ზრდა 15% იქნება.


„დანახარჯები ინფლაციის გამო გაზრდილია, თუმცა როგორც წესი სამედიცინო დაზღვევაზე ფასების ზრდა მაინც ვერ ეწევა ინფლაციის ტემპს, რაც იწვევს ზარალების ზრდას. წელს სავარაუდოდ საშუალო ფასების ზრდა 15% იქნება ჯანმრთელობის დაზღვევისთვის, თუმცა რთულია იმის თქმა, თუ რამდენად საკმარისი იქნება ეს სადაზღვევო პაკეტების ფასების სტაბილიზაციისთვის“, ამბობს მიხეილ ჯაფარიძე. 


2022 წლის 3 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 267,6 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 42,6 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 4,7 მილიონი ლარი.  საქართველოს მოსახლეობის 18 პროცენტი სარგებლობს კერძო სამედიცინო დაზღვევით, ასევე საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 7 პროცენტია დაზღვეული. 2022 წლის 3 თვეში 668,017 სამედიცინო დაზღვევის პოლისი იყო მოქმედი. ავტოდაზღვევის კუთხით კი, 105,454 პოლისი იყო გაყიდული.


ნინო თამაზაშვილი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up