1-ლი დეკემბრიდან საქართველოში ახალი რეგულაცია ამოქმედდება, რომლის თანახმად მომხმარებლები, რომლებიც ვაქცინირებულები არ იქნებიან, სხვადასხვა მომსახურების მიღებას ვეღარ შეძლებენ. მთავრობის ამ გადაწყვეტილებას სავარჯიშო დარბაზი „ფიტნეს რეფორმერი“ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს რეგულაცია დისკრიმინაციულია და მომხმარებლებს აუცრელად და აცრილებად არ დაყოფს და რეგულაციის ამოქმედების შემდეგაც მუშაობას ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს.
“კომერსანტი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“ვინაიდან ბევრი გვეკითხება როგორ მოვექცევით დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტის არ მქონე მომხმარებლებს, კიდევ ერთხელ საჯაროდ ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ მომხმარებლების დაყოფას პასპორტიანებად და უპასპორტოებად, აცრილებად და აუცრელებად, მითუმეტეს მთავრობის მოთხოვნის შემდეგ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ეს გადაწყვეტილება. ჩვენ ვრჩებით ჩვენი პრინციპების ერთგული და მიგვაჩნია, რომ მხოლოდ კერძო მესაკუთრის გადასაწყვეტია როგორ მომხმარებელს მოემსახუროს და მომხმარებლის გადასაწყვეტია ბიზნესთან ითანამშრომლოს თუ არა, ამ ურთიერთობაში მთავრობის ადგილი საერთოდ არ არის. ასევე დაგახვედრებთ ჩვენთვის ჩვეულ სისუფთავეს და მეგობრულ ატმოსფეროს... ამჯერად შეგიძლიათ იყოთ მშვიდად, ამას ისე გავაკეთებთ, რომ არანაირი კანონი არ დაირღვევა. გისურვებთ ჯანმრთელობას“ - წერია განცხადებაში