საწვავის ფასმა საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა

საწვავის ფასმა საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა

access_time2022-03-22 17:20:34

საწვავის გაძვირების გამო საგაზაფხულო სამუშაოების შესრულება მოსახლეობის დიდ ნაწილს გაუჭირდება. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ დარგი დიდწილად სუბსიდირებული უნდა გახდეს, რათა ხალხს ხარჯი შეუმსუბუქდეს. როგორც აგროექსპერტი პაატა აროშიძე ,,კომერსანტთან“ ამბობს, სახელმწიფოს სოფლის მეურნეობის ყველა პროგრამა უნდა ჩაირთოს, მათ შორის, ვაუჩერის მექანიზმი და საწვავის სუბსიდირება, რის გარეშეც ხვნა-თესვით სამუშაოებს გლეხების უმეტესობა ვერ გაუმკლავდება.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად ჩვენ Telegram-ზე.


,,საგაზაფხულო პერიოდი კარს მოგვადგა. სუბსიდირება ვაუჩერული სისტემის გამოყენება, ხვნა-თესვის პროგრამების ამოქმედება გახდება საჭირო. ეს თუ არ გაკეთდა, საკმაოდ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარება. სწორედ ამ პერიოდში თუ არ მოხერხდა ძირეული სამუშაოები, დიდი ჩავარდნა გველის და მოსავლიანობაზეც აისახება. ამიტომ ყველა აგრარული პროგრამა უნდა გაგრძელდეს და საწვავის სუბსიდირებაც ჩაერთოს. არავინ ელოდა, რომ საწვავის ფასი ამ მასშტაბს მიაღწევდა. სამწუხაროდ, ვერც სახელმწიფო პროგრამები გადაჭრის ბოლომდე პრობლემას, მაგრამ ხელშემწყობი ეფექტი ნამდვილად ექნება. სოფლის მეურნეობა ნებისმიერ ქვეყანაში სუბსიდირებული დარგია და ამაზე ვერც საქართველო იტყვის უარს“, - ამბობს ,,კომერსანტთან“  პაატა აროშიძე.


გარდა საწვავისა, აგროექსპერტის თქმით, სერიოზულ პრობლემას ქმნის უამინდობა, ამიტომ სახელმწიფოს როლი მნიშვნელოვანია.



,,აგრარული სექტორი საკუთარი ძალებით ვერ შეძლებს განვითარებას, რადგან საბაზრო კანონებთან ერთად, ბუნების კანონზეც არის დამოკიდებული. გარემო პირობებმაც უნდა შეუწყოს ხელი. ასეთი გაჭიანურებული ზამთარი ძნელად მახსოვს,  რაც პრობლემას შექმნის განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ყველაზე მეტი მიწაა დასამუშავებელი. ასეთია სამეგრელო, კახეთი, ქართლი და ნაწილობრივ აჭარისა და გურიის ზღვისპირეთის ტერიტორიები. მათზეა ძირითადად დამოკიდებული და მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს, რათა სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევას მეტნაკლებად გავართვათ თავი. აქცენტი გაკეთდეს სტრატეგიულ დარგებზე, როგორიცაა მემარცვლეობამაღალმთიან რეგიონებში - მეცხოველეობა და სხვა, რაც სურსათის წარმოებას გაზრდის, - აცხადებს აროშიძე.


შეგახსენებთ, რომ საქართველოში საწვავის ფასმა მორიგი ფსიქოლოგიური ნიშნული გადალახა. ზოგიერთ ქსელში დიზელის ღირებულებამ 4 ლარს გადააჭარბა,  ზოგან კი  ფასები 4.00 ლარიან ზღვარს მხოლოდ რამდენიმე თეთრით ჩამორჩება.


მარტის დასაწყისში ბარელი ნავთობის ფასმა 2008 წლის შემდეგ პირველად $130-ს გადააჭარბა, შემდეგ ცოტა დაიკლო, მაგრამ ახლაც $111 ღირს, რაც 2014 წლის შემდეგ ყველაზე მეტია, მაგრამ თუ 2014 წლის ივნისში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1.80-ზე ნაკლები იყო, ახლა 3.20-ს აჭარბებს.


მარი ჩიტაია

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up