იანვარ-თებერვალში ნავთობპროდუქტების იმპორტი თანხობრივად 95%-ით გაიზარდა და $163 მლნ-ს მიაღწია, იმავე პერიოდში ბენზინისა და დიზელის იმპორტის მოცულობა მხოლოდ 15%-ით 183 ათას ტონამდე გაიზარდა. ასეთი დისბალანსი მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების მკვეთრმა ზრდამ განაპირობა.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად ჩვენს Telegram-ზე.
იანვრის დასაწყისში ბარელი ნავთობი $80 ღირდა, თებერვლის ბოლოს $101 და ფასმა $100-იან ნიშნულს მხოლოდ 28 თებერვალს გადააჭარბა. დღეს ფასი $111-ა, თუმცა მცირე დროით $130-საც აჭარბებდა. 2021 წლის იანვარში ფასი $51-ით დაიწყო და მარტის ბოლომდე $64-მდე ავიდა. შესაბამისად იმის ყველა წინაპირობა არსებობს, რომ მარტში იმპორტის ზრდის მაღალი ტემპი შენარჩუნდება.
მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდა საქართველოშიც აისახება. პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, საცალო ქსელში საწვავის ფასმა 4 ლარს გადააჭარბა.
ნავთობპროდუქტების პარალელურად 33%-ით $119 მლნ-მდე ბუნებრივი გაზის იმპორტიც გაიზარდა, თუმცა ბენზინისგან განსხვავებით წელს კუბური მეტრი გაზის სამომხმარებლო ტარიფი აღარ გაზრდილა, მკვეთრი მატება თბილისი ენერჯისა და სოკარის აბონენტებისთვის შარშან დაფიქსირდა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის.