სავალუტო ოპერაციების უსაფრთხო და შეუფერხებელი განხორციელების უზრუნველსაყოფად, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური SWIFT-ის მომსახურებას 17700 ევროდ ყიდულობს. შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის წესით მოხდება.
სახაზინო სამსახურის ინფორმაციით, უცხოურ ვალუტაში ოპერაციების განხორციელება მოითხოვს უსაფრთხოების სისტემის განსაკუთრებულ დაცვას. ამ მიზნით სამსახური ინტერნეტ რეგისტრაციით გაწევრიანებულია მსოფლიო ბანკთაშორისი საფინანსო სატელეკომუნიკაციო საზოგადოება „სვიფტი“-ის (S.W.I.F.T. scrl) სისტემაში, რომლის მომსახურებისათვის სახაზინო სამსახური იხდის შესაბამის გადასახდელებს. ბაზრის შესწავლით დადგენილია, რომ ამ მიმართულებით „SWIFT“-ი არის მსოფლიოში ერთადერთი საერთაშორისო ბანკთაშორისი ანგარიშსწორების სისტემა, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია.
როგორც ცნობილია, 2017 წლის მაისიდან მონაცემთა ელექტრონული გაცვლის მომსახურების უზრუნველყოფა ხორციელდება მსოფლიო ბანკთაშორისი საფინანსო სატელეკომუნიკაციო საზოგადოება S.W.I.F.T -ის, მათ შორის SWIFT Aliance Lite 2 ღრუბლოვანი ტექნოლოგიის (Cloud Service) საშუალებით. რომელსაც დღეისათვის ალტერნატივა არ აქვს.