რუსეთში, კრასნოიარსკის მხარის სასაამრთლომ სუშის მიწოდების ქსელს Ёбидоёби-ს სახელის შეცვლა დაავალა. ბრენდის წინააღმდეგ სარჩელი ფედერალური საგადასახადო სამსახურის ინსპექციამ შეიტანა.
ფედერალური საგადასახადო სამსახურის მტკიცებით ბრენდის სახელი უხამსი სიტყვების მსგავსად ჟღერს და ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი ინტერესებისა და მორალის პრინციპებს.
თავად კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი სახელი არის იაპონური წინადადების „კვირის დღე - შაბათი“ ტრანსლიტერაცია, თუმცა სასამართლოსთვის მტკიცებულება არ წარუდგენიათ.
სასამართლომ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში Ёбидоёби-ის კომპანიის სახელის შეცვლა და შესაბამის დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა დაავალა.
მანამდე სუშის მიწოდების ქსელთან პრეტენზია ფედერალურ ანტიმონოპოლიურ სამსახურს ჰქონდა. ჯერ კიდევ 2021 წლის ოქტომბერში, დაწესებულების რეკლამა შეუსაბამოდ აღიარა.