სახელმწიფო თბილისის ცენტრალურ ნაწილში 1190 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს ყიდის. თბილისში, აღმაშენებლის გამზ. N91-ში განთავსებული ობიექტის გასხვისება აუქციონის წესით 9 იანვარს იგეგმება და ობიექტის საწყისი ღირებულება 3 508 500 ლარია.
საპრივატიზებო უძრავი ქონებიდან ნაწილი, კერძოდ N01/2 შენობა-ნაგებობიდან 970 კვ.მ. შიდა ფართი 2005 წლის 1 ოქტომბრიდან 2049 წლის 15 ივნისამდე გადაცემულია სარგებლობის (იჯარა) უფლებით. საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების მიხედვით ყოველთვიური იჯარის ქირა შეადგენს 2134 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით.
იჯარის ხელშეკრულების თანახმად „მხარეთა ურთიერთშეთანხმებით ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ საიჯარო ქირა უნდა გადაისინჯოს საქართველოს ეკონომიკის ინდიკატური მაჩვენებლის - მოსახლეობის შემოსავლების დონის ცვლილებების გათვალისწინებით.“ აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოს მიერ მოიჯარისათვის მოთხოვნილი იქნა იჯარის ქირის გადასინჯვა და ამ უკანასკნელის დადგენა ყოველთვიური 43 660 ლარის ოდენობით. ამ ეტაპზე იჯარის ქირის შეცვლილი საბაზრო ღირებულების შესაბამისობაში მოყვანის წინადადებაზე არ არის წარმოდგენილი „მოიჯარის“ თანხმობა.
საპრივატიზებო უძრავი ქონების ნაწილი, კერძოდ 217 კვ.მ. დატვირთულია სერვიტუტის უფლებით.