სახელმწიფოს კუთვნილი დაჭაობებული მიწის ნაკვეთი 3 მლნ ლარად გაყიდა

სახელმწიფოს კუთვნილი დაჭაობებული მიწის ნაკვეთი 3 მლნ ლარად გაყიდა

access_time2021-08-20 14:00:30

სახელმწიფომ დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე არსებული 12 003 კვ.მ. არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა გაასხვისა. 3 110 000 ლარად შეფასებული ქონება შპს „ალფამ“„100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ კამპანიის ფარგლებში 3 115 000 ლარად უპირობოდ იყიდა. აქუციონში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო.

 

აუქციონის აღწერაში ვკითხულობთ, რომ საპრივატიზებო უძრავი ქონება წარმოადგენს ჭაობით დაკავებულ ტერიტორიულ მონაკვეთს. მის ნაწილზე განთავსებულია მიმდებარე ტერიტორიებიდან შემკრები სადრენაჟე არხი, ხოლო ნაკვეთის ნაწილზე ნაყარი მიწაა.

 




ახალმა მეპატრონემ თხრილის მიწით ამოვსების ნებართვის მოთხოვნით დედაქალაქის მთავრობას უკვე მიმართა. განმარტებით ბარათში, „ალფას“ წარმომადგენელი წერს, რომ  ტერიტორიაზე წყალი გროვდება, რაც ადგილის დაჭაობებას იწვევს და ნაკვეთს ნებისმიერი მიზნით გამოუსადეგარს ხდის.

 

განცხადება არქიტექტურის სამსახურმა განიხილა, რის შემდეგაც „ალფას“ აცნობა, რომ მათ მიერ მითითებული ობიექტი არ ექცევა საქართველოს მთავრობის №255-ე დადგენილებით დამტკიცებული მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობებით განსაზღვრულ იმ ობიექტთა/სამშენებლო სამუშაოთა ნუსხაში, რომელთა მშენებლობა, მონტაჟი/დემონტაჟისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიცემა მშენებლობის ნებართვა ან წერილობითი დასტური.


შპს „ალფა“ მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში 2021 წლის იავნარში დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორი ირაკლი წიკლაურია, ხოლო 100 % წილის მფლობელი ტარიელ გიორგაძე. მის სახელს არა ერთი კომპანია უკავშირდება: შპს „ელ ჯორჯია“, შპს „ევრა“,შპს „ჯბს“, შპს „ანგი“.


თეგები:
ალფა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up