სახელმწიფომ განმეორებით აუქციონზე 11 ღორი გამოიყვანა, რომელთა გასხვისებაც რამდენიმე დღის წინ ვერ მოხდა. ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს ელექტრონულ აუქციონზე 13 თებერვალს 13 კახური ჯიშის ღორი ჰყავდა გამოყვანილი, საიდანაც ორ ღორზე ინტერესი დაფიქსირდა და შესაბამისად გასხვისდა. დარჩენილი 11 ღორი ვერ გაიყიდა. სააგენტო 20 თებერვალს ჩანიშნულ აუქციონზე ამ 11 ერთეული კახური ჯიშის ღორის გასხვისებას შეეცდება.
აუქციონზე 11-ვე ღორი ( საკერატე ბურვაკი, ნეზვი) ცალ-ცალკე ლოტადაა გამოყვანილი და მათი ღირებულება ამჯერად 112-დან 550 ლარამდეა.
აუქციონის პირობების მიხედვით, პოტენციურ მყიდველს აღნიშნული კახური ჯიშის ღორების წინასწარ ნახვა მეღორეობის ფერმაში გამოცხადებული კარანტინის გამო, არ შეეძლო.