სახელმწიფო ინსტიტუტებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ საჯარო კონსულტაციების სამართლებრივ ჩარჩოსა და პრაქტიკის გაუმჯობესებაზე იმსჯელეს

სახელმწიფო ინსტიტუტებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ საჯარო კონსულტაციების სამართლებრივ ჩარჩოსა და პრაქტიკის გაუმჯობესებაზე იმსჯელეს

access_time2021-04-29 16:50:00

ევროკავშირის პროექტის - „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ორგანიზებით გაიმართა ვირტუალური კონფერენცია, რომელიც მიზნად ისახავდა მმართველობის სხვადასხვა დონეზე სახელმწიფო ინსტიტუტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის მრავალმხრივი დიალოგის ხელშეწყობას ქვეყანაში საჯარო კონსულტაციების არსებული სამართლებრივი ჩარჩოსა და პრაქტიკის გასაუმჯობესებლად. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


„კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს - მთავრობის ადმინისტრაციის, სამინისტროების, პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის, ევროკავშირის დელეგაციის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ასევე საჯარო მმართველობის რეფორმასთან დაკავშირებულმა 40-მდე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ.


კონფერენციის განმავლობაში, მთავრობის ადმინისტრაციისა და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებმა, ასევე პროექტის ხელმძღვანელმა ისაუბრეს საჯარო მმართველობის რეფორმისთვის საჯარო კონსულტაციების ჩარჩოს მნიშვნელობაზე. პროექტის ექსპერტმა 2021 წლის იანვარში შემუშავებული ანალიტიკური ანგარიშის ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები წარადგინა, რის შემდეგაც მთავრობის ადმინისტრაციის, ფინანსთა სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა პრეზენტაციები გამართეს. კონფერენცია ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ფართო სპექტრთან არსებული გამოწვევებისა და ამ გამოწვევების ეფექტური გადაწყვეტის შესახებ დისკუსიით დასრულდა.



„ევროპული საჯარო მმართველობის პრინციპების შესაბამისად, ჩართულობისა და გამჭვირვალობის ამაღლების მიზნით, ქვეყანამ სავალდებულო გახადა საჯარო კონსულტაციების გამართვა იმ პოლიტიკის დოკუმენტებთან დაკავშირებით, რომლებიც მტკიცდება მთავრობის მიერ. ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი მონაწილეობითი და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის სისტემის ჩამოყალიბების გრძელვადიან პროცესში, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა გიორგი ბობღიაშვილმა.


„საქართველოში პრაქტიკამ აჩვენა, რომ კანონში გაწერილი საჯარო კონსულტაციების მექანიზმების უმრავლესობა მოუქნელია და ვერ უზრუნველყოფს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის მაღალ ხარისხს. მონაწილეობისა და კონსულტაციების ინოვაციურმა ელექტრონულმა მექანიზმებმა კი, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თანამშრომლობით დაინერგა, მეტად უზრუნველყო საზოგადოების მონაწილეობა. აუცილებელია საჯარო კონსულტაციების მსგავსი ინოვაციური მექანიზმების ინსტიტუციონალიზაცია და ეფექტურად დანერგვა მმართველობის ყველა დონეზე - აღნიშნა „გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის წარმომადგენელმა ოთარ რევიშვილმა.


კონფერენცია სახელმწიფო ინსტიტუტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის საჯარო მმართველობის რეფორმის გარშემო მრავალმხრივი დიალოგის გაგრძელებას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საჯარო კონსულტაციების სტანდარტებისა და პრაქტიკის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად“ – ნათქვამია ინფორმაციაში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up