ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიის დიდ დარბაზში გაიმართა კონცერტი, რომელიც მიეძღვნა სამუსიკო სემინარიისთვის მისი დამაარსებლის, ღვაწლმოსილი მუსიკოსის, მანანა დოიჯაშვილის, სახელის მინიჭებას. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
კონცერტში მონაწილეობდნენ სემინარიის მოსწავლეები, კურსდამთავრებულები, სემინარიის ჩასაბერ საკრავთა ანსამბლი და მოსწავლეთა გუნდი (ხელმძღვანელი არჩილ უშვერიძე); შესრულდა არაერთი ცნობილი მუსიკალური ნაწარმოები.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამუსიკო სემინარია - თერთმეტწლედი მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით კონსერვატორიის ბაზაზე 2010 წელს დაარსდა.