მთავრობა ნასესხები თანხების ნაწილს ვერ ითვისებს

მთავრობა ნასესხები თანხების ნაწილს ვერ ითვისებს

access_time2021-10-22 15:00:31

იანვარ-აგვისტოში საგარეო ვალით დაფინანსებულ საინვესტიციო პროექტების განხორციელების ნაწილში მნიშვნელოვანი ჩავარდნა შეინიშნება. კერძოდ, 16 პროექტის შემთხვევაში, საკრედიტო რესურსის ათვისების მაჩვენებელი 9 თვის გეგმის 40%-ზე ნაკლებია, მათ შორის 6 პროექტის შემთხვევაში თანხების ათვისების მაჩვენებელი 0 ლარია. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ავრცელებს.

 


საბიუჯეტო თანხების ვერათვისების ან არათანაბარი ხარჯვის პრობლემა ახალი არ არის. 2013 წლიდან მოყოლებული, წლის ბოლო კვარტალში ლარის გაუფასურების ერთ-ერთ, თუმცა არა ერთადერთ მიზეზს არათანაბარი ხარჯვა წარმოადგენდა.

 


5 თვის წინ, ივნისში, ცნობილი გახდა, რომ ქართველ გადასახადის გადამხდელებს მთავრობის მხრიდან 2020 წელს მიზნობრივი კრედიტების აუთვისებლობა დამატებით 9.6 მლნ ლარი დაუჯდათ. საინვესტიციო სესხები აუთვისებელ თანხებზე ვალდებულების გადასახადს ე.წ. Commitment Fee-ს ითვალისწინებს. საჯარიმო თანხამ 2020 წელს 9.6 მლნ ლარი შეადგინა, 2-ჯერ მეტი ვიდრე 2019 წელს. 2021 წლის სანქციის ზომა 2022-ში გახდება ცნობილი.

 



საინვესტიციო კრედიტებისგან განსხვავებით ბიუჯეტში თანხების მობილიზების პრობლემა არ დგას დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო (გასული წლის 6.2%-იანი ვარდნის ფონზე), ივლისში შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 7%-ით 19.5 მლრდ ლარამდე, ხოლო გადასახდელები 6.1%-ით 19.5 ლარამდე გაიზარდა.

 


8 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულმა შემოსულობებმა 11.5 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 64.3%-ა. აღსანიშნავია, რომ 9 თვის გეგმაზე გადაჭარბებით სრულდება საგადასახადო შემოსავლების ყველა კომპონენტი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განმარტებით, ეკონომიკური ზრდის არსებული ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში, წლის ბოლოსაც მოსალოდნელია დაგეგმილზე მეტი ოდენობის საგადასახადო შემოსავლების მიღება.

 

რაც შეეხება ბიუჯეტის გადასახდელებს, 8 თვის მდგომარეობით ათვისების მაჩვენებელი წლიური გეგმის 65.9%-ს (12.9 მლრდ ლარს), ხოლო 9 თვის გეგმის 86.5%-ს შეადგენს. გადასახდელების შესრულების მაღალი მაჩვენებელი ნაწილობრივ აპრილში 500 მლნ აშშ დოლარის (1.7 მლრდ ლარი) ნომინალური ღირებულების ევროობლიგაციების დაფარვითაა გამოწვეული, რისი გამორიცხვითაც, შესრულება წლიური გეგმის 62.9% იქნებოდა.

 

პირველ ორ კვარტალში დაგეგმილი გადასახდელებიდან აუთვისებელმა თანხამ, ჯამურად, 428 მლნ ლარი შეადგინა. წლიური გეგმის შესრულების შემთხვევაში, წლის ბოლო ოთხ თვეში გადასახდელების საშუალოთვიური მაჩვენებელი (ევროობლიგაციის დაფარვის ეფექტის გამორიცხვით) პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელს 19.0%-ით გადააჭარბებს.

 

პანდემიის საპასუხოდ გასატარებელი ღონისძიებების დასაფინანსებლად ბიუჯეტის თავდაპირველი კანონით 977 მლნ ლარი გამოიყო. კანონში განხორციელებული ცვლილებით დაფინანსების მოცულობა 1.4 მლრდ ლარამდე გაიზარდა. მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით 871 მლნ ლარი გამოიყო, სოციალური დაცვის მიმართულებით 250 მლნ ლარი, ხოლო ბიზნესის/ეკონომიკის ხელშეწყობის ღონისძიებებისთვის 277 მლნ ლარი. 8 თვის მდგომარეობით ათვისების მაჩვენებელი 75.2%-ს (1.1 მლრდ ლარს) შეადგენს.

 

ლარის გამყარებამ საგარეო ვალის მოცულობაც შეამცირა. მთავრობის ვალი 31 აგვისტოს მდგომარეობით 29.1 მლრდ ლარია და 2020 წლის ბოლოს არსებულ მაჩვენებელთან შედარებით 592 მლნ ლარითაა შემცირებული. ვალის ნაშთის შემცირება ძირითადად ეროვნული ვალუტის გამყარებით (1.8 მლრდ ლარი) და საშინაო ვალის ნაშთის შემცირებითა (713 მლნ ლარი) გამოწვეული.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up