რატომ უცვლიან პრივატიზებულ საძოვრებს დანიშნულებას - მესაქონლეობის პრობლემები

რატომ უცვლიან პრივატიზებულ საძოვრებს დანიშნულებას - მესაქონლეობის პრობლემები

access_time2021-06-22 14:00:25

მესაქონლეობის პროდუქტის გაძვირებასა და მწარმოებელი გლეხებისთვის ხელშეწყობის აუცილებლობაზე დიდი ხანია საუბრობენ ამ სექტორის წარმომადგენლები. ამჯერად საქმე ეხება სოფლის მეურნეობის პროდუქციის დეფიციტს, შემდგომში კი, შესაბამისად, მის გაძვირებას. ფერმერები ძირითადად საძოვრების სიმცირეს ჩივიან. როგორც „კომერსანტს“ ფერმერი მიშა ჩაფიძე უყვება, არის არაერთი შემთხვევა, როდესაც სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებს პირები არაკეთილსინდისიერად იყენებენ - ყიდულობენ საძოვრებს სასოფლო დანიშნულებით, თუმცა ფერმის გაშენება იქ არ ხდება. აღნიშნულის კონტროლი არ მიმდინარეობს, გლეხს კი საქმის წარმოებაში ხელი ეშლება.

 

„ყველაზე სწორი იქნება ახლა გლეხს თუ შევუწყობთ ხელს, რომ აწარმოოს პროდუქცია ხარისხიანად და ხელმისაწვდომ ფასად. მივცეთ დაფინანსება, ხელი შევუწყოთ სესხებში, რომ გაძლიერდეს გლეხი.  მე ვარ ერთგვარი შუამავალი, გარდა იმისა, რომ თავადაც ვაწარმოებ რძის პროდუქტს, გლეხისგან შევისყიდი და ვცდილობ, რომ არ გააფუჭონ, არ შეურიონ ფხვნილი და ნამდვილი რძისგან იყოს. მაგრამ, გლეხისთვის ძვირი ჯდება.

როცა გლეხი თავის ფასში მომცემს პროდუქტს და მე მას ვყიდი, ბუნებრივია, ემატება ტრანსპორტირების საფასური. როგორც კი დეფიციტი შეიქმნება, გლეხი ძვირს ითხოვს თავის პროდუქტში. მე წამოვიღე ნატურალური პროდუქტი, მოეწონა მომხმარებელს და გაიყიდა, კიდევ წამოვიღე მოეწონა - უკვე დეფიციტი გახდა.  იძულებული ვხდები შევურიო სხვა ყველი, რომლიც ქარხნისაა და ფხვნილზე მუშაობს. ამას თუ აკეთებ, ეს ბიზნესიც ფუჭდება და გლეხს სახელი უფუჭდება.  

სოფლის მეურნეობას სჭირდება დახმარება. ბევრი ადამიანი დაუბრუნდება სოფელს, რომ იცოდეს, რომ იქ ხელს შეუწყობენ და საქმე კარგად წარიმართება, შესაბამისად დაბალანსდება ყველაფერი. ახლა პირიქით, გამოდინებაა სოფლიდან.

სოფელში არის საძოვრები, შემოვიდა ერთი პიროვნება შეისყიდა ეს  საძოვრები მთლიანად, ვითომ ფერმას აკეთებს, გლეხი ჩაკეტა -  ასეთი ფაქტები არ უნდა დაუშვას სახელმწიფომ, ყურადღება უნდა მიექცეს. სახელმწიფო პროგრამებს ცუდად იყენებს ერთეულები, ვითომ ფერმას აკეთებენ, გამოაქვთ სესხები და გლეხს ხელს უშლან. თითქმის ყველა სოფელშია ასეთი რამე და უნდა შემოწმდეს, კეთდება თუ არ კეთდება“, - გვიყვება მიშა ჩაფიძე.



ასოციაცია „მომავლის ფერმერის“ თავჯდომარემ რუსუდან გიგაშვილმა ცოტა ხნის წინ „კომერსანტთან“ მერძევეობის დარგზე და მასში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

 

როგორც გიგაშვილი ყვება, სექტორს ერთმანეთის მიყოლებით საკმაოდ ძლიერი მოთამაშეები ტოვებენ, რის მიზეზადაც ძირითადად რენტაბელურობის პრობლემა სახელდება. გიგაშვილი ამბობს, რომ საქართველოში პირუტყვის საკვები მთავარი პრობლემაა, რადგან  მაღალპროდუქტიული ჯიშების წარმადობა მთლიანად პირუტყვის სწორ და დაბალანსებულ კვებაზე დგას.  მისივე თქმით, საქართველოში ძალიან მწირი საკვები ბაზაა  და ეს ყოველთვის ასე იყო და ტენდენცია კვლავ  გრძელდება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში არსებული მიწის რესურსების ნახევარი სახელმწიფოს  ხელში, ხოლო აუთვისებელი და  გამოუყენებელი მიწის რესურსი სურათს უფრო ამძიმებს.


 კომერსანტი



თეგები:
ფერმერები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up