სახელმწიფო პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება შენი ბიზნესისთვის“ ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით 68 მლნ ლარზე მეტი საწყისი ღირებულების მქონე 155 ობიექტი, მათ შორის თბილისში - 25% და რეგიონებში - 50%-იანი ფასდაკლებით, ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა. საპრივატიზებო ობიექტებს შორის არის ქუთაისის პრესის სახლის ყოფილი შენობა, ქუთაისის ყოფილი საკონსერვო ქარხნის ტერიტორია, სახელმწიფო საწარმოები და რეგიონებში მდებარე საინვესტიციოდ მიმზიდველი სახელმწიფო ქონება. ელექტრონული აუქციონები 19 ოქტომბერს დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ყველა დაინტერესებულ პირს თანაბარი შესაძლებლობა აქვს ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე.
ინფორმაცია ელექტრონული აუქციონების შესახებ - https://bit.ly/3fX48Sc