“სახელმწიფო საწარმოები კერძო სექტორთან პირდაპირ  კონკურენციაშია“ -  რამაზ გერლიანი

“სახელმწიფო საწარმოები კერძო სექტორთან პირდაპირ კონკურენციაშია“ - რამაზ გერლიანი

access_time2022-06-02 18:00:39

,,მასიური განკერძოების მოდელს თუ დავეყრდნობით,  მას პირდაპირ  ინკლუზიური ეფექტი ექნება, ვინაიდან  საქართველოს თითოეული მოქალაქე  განურჩევლად ასაკისა, იქნება  პროცესში ჩართული და მონაწილე, რაც  თავისთავად  ყველა  ეკონომიკურ  მოვლენასთან არის კავშირში“ - ამის შესახებ რადიო “კომერსანტის“ გადაცემაში “ბიზნესინსაიდერი“ ეკონომიკის დოქტორმა და ეკონომიკის ტრანსფორმაციის  ცენტრის დამფუძნებელმა რამაზ გერლიანმა ისაუბრა.

მისი თქმით, კვლევამ  აჩვენა,  რომ  სასოფლო- სამეურნეო მიწების 65,7%  ჯერ კიდევ  სახელმწიფოს  ხელშია, რეგისტრირებულად  აღრიცხულია  250 000  ჰექტარზე  მეტი ურბანული მიწა 50 000  შენობა-ნაგებობით. კერძო სექტორსაც აქვს რამდენიმე  ათეული ან  ასეული  შენობა, რომელიც შეისყიდა, მაგრამ ვერ მართავს და ინგრევა.

 

,,არსებობს სახელმწიფოს აქტივები, რომლებიდანაც  ანუ  ამ  50 000  შენობიდან  ნახევარი  არის  დანგრეული  ან  ნახევრადდანგრეულ  მდგომარეობაში. ეს არის  უზარმაზარი  აქტივი. გარდა ამისა  წიაღისეული, ხე-ტყე, წყლის რესურსი   100% -ით რომ სახელმწიფოსი უნდა იყოს,  კანონმდებლით  არის  დადგენილი. ქონების  მართვის  სააგენტოს  აღრიცხვაზე 107 კომპანია ჰქონდა  აყვანილი,  თუმცა  როდესაც  გამოვითხოვეთ  რეესტრის  და  სტატისტიკის  მონაცემები,  რეალურად  წმინდა ეკონომიკური  სუბიექტი დაახლოებით  400-მდეა და  ამ  400 იდან 30- ზე  მეტი  არის  სააქციო, ხოლო დანარჩენი შპს-ებია.  გარდა  ამისა,  არის  ე.წ.  აიპ- ები ,  რომლებიც ასევე კერძო სექტორთან  თანამშრომლობით  მოქმედებენ.  შესაძლოა,  ეს გახდეს კერძო საკუთრება  და  სახელმწიფოს ტვირთად არ დააწვეს. ამას  იმიტომ  ვუსვამ  ხაზს,  რომ  ინკლუზიურობის  თვალსაზრისითაც  მათ  ეფექტურობას  ძალიან  დიდი მნიშვნელობა აქვს. გასაშუალოებული  მაჩვენებლით,  დაახლოებით მილიარდნახევარი უჯდება  ხაზინას  და მათ  უდიდეს  ნაწილზე ბალანსი  დღემდე  არ  არსებობს.  აუდიტის  ერთ-ერთი  შენიშვნა სწორედ  ეს  იყო, რომ ვერ  ვხედავთ  რას და  როგორ ხარჯავენ.


წარმოვიდგინოთ  თუ  18 მილიარდი გვაქვს ბიუჯეტი და  ამ  საწარმოებს  მილიარდს  ან  მილიარდნახევარს  ვახმართ, რეალურად  მილიარდი   სხვადასხვა პროგრამების  მიმართულებით დაიხარჯა.  მათი  უდიდესი  ნაწილი მართლა  უნდა წავიდეს კერძო  საკუთრებაში,  შესაძლოა  ზოგი მათგანი ლიკვიდირდეს  კიდეც,  თუ ის მუდმივად  წაგებაზეა.  როგორია ამ საწარმოების მუსაობის ეფექტი, ამ მიმართულებით ბევრი  კითხვის  ნიშანი  ჩნდება. შეიძლება  იყოს  რამდენიმე საწარმო, რაც  სახელმწიფოს  ბალანსზე  დარჩება.  გვეცოდინება, რომ იგი მუდმივად  იქნება  წამგებიანი, თუმცა  საზოგადოებისთვის მისი არსებობა  აუცილებელი იყოს, ამაზეც ვთანხმდებით,  - აღნიშნა რამაზ გერლიანმა.

 


 

გერლიანის განმარტებით, სახელმწიფო საწარმოები პირდაპირ  კონკურენციაშია კერძო სექტორთან,  მაგალითად, სოფლის  მეურნეობის,  ტურიზმის  მიმართულებით  და   ა.შ.

 

,,არ ვამბობ,  რომ  რაღაც  ექსკლუზიურ  ფუნქციას  ასრულებს, მაგალითად, ფოსტა.   ვთვლი, რომ  კონკურენცია  იქაც   შეიძლება და  ის არ  უნდა იყოს  მონოპოლისტი. მაგრამ  ღვინის  მწარმოებელი ქარხანა არ  უნდა იყოს  სახელმწიფოს საკუთრება.  კერძო  სექტორს  უნდა  დავანებოთ  თავი, რადგან  თავისუფალ  კონკურენციაში  ჩართვა  აუცილებლად იწვევს მის  შეზღუდვას  და ეს  საბოლოო  ჯამში  ეკონომიკურ  თავისუფლებასთან მიდის, საბოლოოდ კი  ინკლუზიურ  ნაწილს  არღვევს  ანუ  პირდაპირ გასაქანს  არ  აძლევს  კერძო  სექტორს.  ეს ყველაფერი  აკინძულად  ქმნის  იმ  დიდ  პრობლემას, რასაც  მაკროეკონომიკურ  დონეზე  გადავყავართ. ეს არის  ორი მთავარი  პრობლემა:   კურსი და ინფლაცია  ერთად აღებული,  მეორეს  მხრივ,  ტოტალური  უმუშევრობის  ნაწილი,“ - აღნიშნა რამაზ გერლიანმა.

 


 თაკო კვაჭანტირაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up