სახელმწიფო საწარმოთა რეფორმირების დოკუმენტი მალე გამოქვეყნდება

სახელმწიფო საწარმოთა რეფორმირების დოკუმენტი მალე გამოქვეყნდება

access_time2021-06-14 10:40:00

სახელმწიფო საწარმოების რეფორმის სტრატეგიის პირველი ნიმუშები უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება. დოკუმენტის შემუშავებაში მთავრობას საერთაშორისო ექსპერტები ეხმარებიან.


ფინანსთა მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, ეს ფუნდამენტური რეფორმის სტრატეგია იქნება, რომელიც მათ შორის, განსაზღვრავს, რომელი კომპანიები უნდა დარჩნენ სახელმწიფოს ხელში და რომელი ნაწილობრივ ან სრულად გასხვისდეს.


„სახელმწიფო საწარმოების შედეგებს საბოლოო ჯამში, პოზიტიურს ვერ ვუწოდებთ,“ - ამბობს ნიკოლოზ გაგუა და განმარტავს, რომ ამ კომპანიებს ეკონომიკის გაძლიერებაში დიდი როლი აქვს და ხშირად არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ სფეროზე ახდენენ გავლენას, არამედ მთელს ეკონომიკაზე და მათი ეფექტიანობა ბიზნესგარემოს ეფექტიანობის ტოლფასია.



„ძალიან მნიშნველოვანია სახელმწიფო საწარმოთა რეფორმა და ამ მხრივ, ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარებს მთავრობაში. საკმაოდ მოკლე პერიოდში, ჩვენ უშუალოდ სტრატეგიის პირველი „დრაფტების“ გამოქვეყნებას დავიწყებთ. ამ მხრივ ვმუშაობთ სავალუტო ფონდთან და მაღალი რანგის ექსპერტები არიან ჩართულნი. ვთვლით, რომ ეს ფუნდამენტური რეფორმის სტრატეგია იქნება. ხშირად საუბრობენ რა გვინდა კომპანიების რეფორმირება თუ პრივატიზება, მაგრამ ეს ერთმანეთის შემავსებელია, იმიტომ რომ რეფორმა იმისთვისაც გვჭირდება, რომ პრივატიზების საჭიროებისას, სწორი პრივატიზება მოხდეს. ეს რეფორმა ყველა მიმართულებას პასუხობს, მათ შორის, იმასაც, განვსაზღვროთ, სად, რამდენი უნდა გვქონდეს სახელმწიფოს წილი. ხშირად სახელმწიფო ფლობს საწარმოს, ხშირად 100%-ით. მაგრამ რატომ არ შეიძლება ფლობდეს მაგალითად, 51%-ით, ან 70%-ით? ესეც ხომ საუბრის თემაა. სახელმწიფო საწარმოები არის წამახალისებელი კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის“, - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.


მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ ამ რეფორმას მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა უნდა ჰქონდეს არა მხოლოდ კომპანიებზე, მათ ფინანსურ მაჩვენებლებზე, არამედ მთლიანად ეკონომიკაზე.


business-partner.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up