„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ევროკომიის შესაბამისი უფლებამოსილი პირების მხრიდან დადებითი დასკვნა გვქონდა“

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ევროკომიის შესაბამისი უფლებამოსილი პირების მხრიდან დადებითი დასკვნა გვქონდა“

access_time2022-10-30 10:00:04

2025 წლის პირველი იანვრიდან ძალაში უნდა შევიდეს ახალი კანონი საჯარო შესყიდვების შესახებ. აღნიშნული კანონი დღეს უკვე არსებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის ერთგვარი გაგრძელებაა, რომელმაც მთელი რიგი რეგულაციები ახლებურად და განსხვავებულად უნდა დაარეგულიროს.

 

როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ლაცაბიძემ განაცხადა, კანონპროექტის ავტორების ამოსავალი იმ ვალდებულებების შესრულებაა, რომელიც ქვეყანამ ევროკავშირისგან ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულებისა და ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში მიიღო.

 

„ამ ვალდებულების ფარგლებშიც 2016 წლის მარტში დავამტკიცეთ სამოქმედო გეგმა და ამ გეგმის შესაბამისად ვახორციელებთ რეფორმას. ახალი კანონით გვინდა, რომ უშუალოდ პრაქტიკულ საქმიანობაში ჩართულ პირებს, ანუ შემსყიდველ ორგანიზაციებს, და მიმწოდებლებს ყველა იმ სიკეთეზე პირდაპირი და უშუალო წვდომა ჰქონდეთ, რომელიც მოწინავე ევროპულ ქვეყნებშია დანერგილი. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანი ნათელია - თითოეული თეთრი მაქსიმალურად ღია და კონკურენტულ გარემოში უნდა დაიხარჯოს,“ - განაცხადა გიორგი ლაცაბიძემ.

 

გიორგის ლაცაბიძის თქმით, დღევანდელი კანონმდებლობით ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენის მხოლოდ ერთ მეთოდს ვიყენებთ. ეს არის დაბალი ფასი. ახალი კანონის მიღების შემდეგ, ტენდერში მონაწილე შეგვიძლია შევაფასოთ სხვა კრიტერიუმებითაც. ესენია: ფასის და ხარისხის კომბინაცია და შესყიდვის ობიექტის სასიცოცხლო ციკლის დანახარჯების ჯამური ოდენობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეიძლება დღეს გადავიხადოთ ოდნავ მეტი თანხა, მაგრამ ამ შესყიდვის ობიექტის სასიცოცხლო ციკლის ფარგლებში გაცილებით ნაკლები დანახარჯი გავწიოთ და საბოლოო ჯამში, ბიუჯეტისთვის ეკონომიკურად გამართლებული შედეგი მივიღოთ.


 

კანონპროექტი წვრილი და საშუალო ბიზნესის წახალისებასაც ითვალისწინებს.


ახალი კანონის თანახმად, თუ ერთი პრეტენდენტი შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო მოთხოვნებს დამოუკიდებლად ვერ აკმაყოფილებს და მას სხვა რომელიმე პირის გამოცდილება სჭირდება, შეუძლია ის ქვეკონტრაქტორად აიყვანოს.

 

„ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ახალი კანონპროექტი სრულ შესაბამისობაში იქნება იმ ევროდირექტივების ბოლო მოთხოვნებთან, რომლებიც საჯარო შესყიდვებს ეხება. რა თქმა უნდა, კანონში, ადგილობრივი ობიექტური საჭიროებიდან გამომდინარე, მცირე ჩარევები შევიტანეთ, პირდაპირ არ დაგვიკოპირებია. თუმცა, ეს ჩარევები ევროპული დირექტივების ძირითად მიზნებს და სულისკვეთებას არ ცდება. გარკვეულ დონეზე, ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროკომიის შესაბამისი უფლებამოსილი პირების მხრიდან დადებითი დასკვნაც კი გვქონდა,“ აცხადებს გიორგი ლაცაბიძე.

 

მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up