სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო 6 951 709 ლარის ღირებულების კონსოლიდირებულ ტენდერს აცხადებს.
ტენდერი 1 641 415 ერთეული სასკოლო წიგნის დაბეჭდვას გულისხმობს. ერთეულის საშუალო ფასი 7.17 ლარი.
უნდა დაიბეჭდოს როგოც დაწყებითი, ასევე საბაზო და საშუალო კლასების სასკოლო სახელმძღვანელოები.
ტენდერი 13 მარტს გამოცხადდა, წინადადებების მიღება 16 მარტს დაიწყება და 17 მარტს დასრულდება.
ტენდერის დოკუმენტაციის მიხედვით, სასკოლო წიგნები უნდა იყოს გრიფმინიჭებული . საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის და ქ. თბილისის საჯარო სკოლებისთვის სახელმძღვანელოების მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუადრეს 2023 წლის 20 ივნისისა, მაგრამ არაუგვიანეს 2023 წლის 1 აგვისტოსი .
კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2021 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების თარიღამდე უნდა გააჩნდეს არანაკლებ 2 000 000 ლარის ღირებულების პოლიგრაფიული პროდუქციის მიწოდების გამოცდილება, საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე